თავში

საშემოდგომო ხვნის სამუშაოები დაიწყო

საშემოდგომო ხვნის სამუშაოები დაიწყო
საშემოდგომო ხვნის სამუშაოები დაიწყო

კახეთში თავთავიანი კულტურების მოსავლის აღება დასრულდა და საშემოდგომო ხვნა დაიწყო. „სოფლის მეურნეობის ლოჯისტიკისა და სერვისების კომპანიის“ ტექნიკა სამუშაოებში დღეს დილიდან ჩაერთო. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ხვნის სამუშაოები ამჟამად 70 ჰექტარ ტერიტორიაზე მიმდინარეობს. სერვისცენტრში 30 ტრაქტორია მობილიზებული.

სამინისტროს მიერ დაფუძნებული კომპანიის მფლობელობაში არსებული ტექნიკის განლაგების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system