თავში

საშემოსავლო გადასახადზე შეღავათით 42 ათასი კომპანია ისარგებლებს

საშემოსავლო გადასახადზე შეღავათით 42 ათასი კომპანია ისარგებლებს
საშემოსავლო გადასახადზე შეღავათით 42 ათასი კომპანია ისარგებლებს

დაახლოებით 42 ათასი კომპანია 2020 წლის 1-ელი დეკემბრიდან 6 თვე საშემოსავლო გადასახადზე დაწესებული შეღავათით ისარგებლებს. როგორც ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, დამქირავებელი უფლებამოსილია, არ გადაიხადოს ბიუჯეტში დაქირავებულისთვის გაცემული 750 ლარი ხელფასიდან დაკავებული და გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი, თუ მიღებული ხელფასი 1 500 ლარს არ აღემატება

„2020 წლის 1-ლი დეკემბრიდან 6 თვის განმავლობაში კვლავ გაგრძელდება საშემოსავლო გადასახადში დაწესებული შეღავათი. (დამქირავებელი უფლებამოსილია, არ გადაიხადოს ბიუჯეტში დაქირავებულისთვის გაცემული 750 ლარი ხელფასიდან დაკავებული და გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი, თუ მიღებული ხელფასი 1 500 ლარს არ აღემატება). აქ ნავარაუდევია 42 ათას კომპანიაში დასაქმებული 550 ათასი პირი, ხოლო სავარაუდო თანხა 250 მილიონი ლარია“, - განაცხადა მაჭავარიანმა.

მისი თქმით, ასევე 2020 წლის 1-ლი დეკემბრიდან მომდევნო 6 კალენდარული თვის განმავლობაში გაგრძელდება ქონების იჯარის ლიზინგის მომსახურების დღგ-ის დაბეგვრის შესაძლებლობა, შესაბამისი თანხის ფაქტობრივი გადახდის პერიოდში. „რაც იმას ნიშნავს, რომ ფიზიკურად გადახდილი თანხის მიხედვით მოხდება დღგ-ის გადახდა და დეკლარირება“, - აღნიშნა მაჭავარიანმა და დასძინა, რომ ლიზინგის სფერო და ვინც იჯარის ბიზნესითაა დაკავებული ითხოვდა ახალი დაბეგვრის მოდელის გადავადებას, რომელიც დარიცხვის მეთოდზეა აგებული. 

მთავრობა მიზნობრივი სოციალური დახმარების ახალ ტალღას იწყებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system