თავში

საშუალო პენსიის დონით სამეზობლოში საქართველო ბოლო ადგილზეა

საშუალო პენსიის დონით სამეზობლოში საქართველო ბოლო ადგილზეა
საშუალო პენსიის დონით სამეზობლოში საქართველო ბოლო ადგილზეა

სტატისტიკოს სოსო არჩვაძის ინფორმაციით, საშუალო პენსიის დონე საქართველოში, საშუალო ხელფასის 17-18%-ის დონეზეა, რითაც რეგიონში ბოლო პოზიციაზე ვართ. როგორც სტატისტიკოსი განმარტავს, მცირედით გვისწრებს სომხეთი, სადაც ეს მაჩვენებელი 22%-ს შეადგენს, აზერბაიჯანში 32%-ია, ხოლო რუსეთის ფედერაციაში 33-34%-ის ფარგლებში მერყეობს. მდგომარეობის გამსოწორების იმედს იძლევა მტავრობის გადაწყვეტილება პენსიების ყოველწლიურ ზრდასთან დაკავშირებით, რაც სოსო არჩვაძის შეფასებით,  სერიოზული და არსებითი გარდატეხაა საპენსიო უზრუნველყოფის  საქმეში. 

,,წლების განმავლობაში ყველაზე მოწყვლად ჯგუფად ჩვენს საზოგადოებაში ითვლებოდნენ პენსიონერები, ე.წ. ჩანაცვლების კოეფიციენტი, რომელიც ნიშნავს საშუალო პენსიის თანაფარდობას საშუალო ხელფასთან, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი იყო და ჩამორჩებოდა ჩვენს მეზობელ ქვეყნებს, როგორც წესი, მიჩნეულია, რომ 40%-ზე ნაკლები, განვითარებადი ქვეყნების მაჩვენებელია, ბოლო დრომდე პენსია საქართველოში 17-18%-ის დონეზე იყო და ახლა არის საშუალება თანდათან დავძლიოთ ეს ჩამორჩენა და შევძლოთ დაკარგული პოზიციების დაბრუნებისკენ მსვლელობა. ჩვენ უნდა შვძლოთ, რომ პენსიონერებს ჰქონდეთ ღირსეული ცხოვრებისა და ყოფის ნორმალური პირობები, რათა არ დარჩნენ ქრონიკულად მარგინალურ ჯგუფებად ეკონომიკური მდგომარეობის მიხედვით. ევროპის განვითარებული ქვეყნების პენსიონერთა კონტიგენტს თუ გავითვალისწინებთ, მათ აქვთ დაგროვილი რესურსი იმისთვის, რომ პენსიაში გასვლის შემდეგ თავიანთი გემოვნების შესაბამისად მოიხმარონ დაგროვილი თანხა და თავისუფალი დრო. ერთ-ერთი ქართული ფილმის პერსონაში, პიპინია როგორც ამბობს - ,,აწი ვაპირებ ცხოვრებასო", ფრანგი პენსიონერები დაახლოებით ამ რეჟიმში ცხოვრობენ. პენსიაში გასვლის შემდეგ ისინი ცხოვრობენ იმაზე მეტხანს, ვიდრე ვთქვათ, ბარათაშვილმა იცოცხლა, ასეთი შედარება თუ შეიძლება. ჩვენც უნდა შევძლოთ, რომ სიბერეს ჰქონდეს ღირსეული ფორმა და იგი მონეტარული ფორმითაც პოულობდეს გამოხატულებას", - აცხადებს არჩვაძე.

მისი თქმით, პენსიებთან დაკავშირებით წარმატებაში  საქართველოს მნიშვნელოვნად დაეხმარება როგორც საპენსიო ფონდის ფორმირება, ისე კანონმდებლობა, რომელიც გულისხმობს გარკვეულ ზღვრულ მინიმალურ ზრდას პენსიებთან დაკავშირებით, რასაც ექნება არა ეპიზოდური, არამედ სისტემური ხასიათი და დიდწილად ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან იქნება დაკავშირებული. 

ცნობისთვის, როგორც მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, მომავალი წლის ბიუჯეტში განსაზღვრულია პენსიის ზრდა, რომელიც ყოველწლიურად კანონმდებლობით არის გამყარებული.

შეგახსენებთ, საქართველოში პენსია, ყოველწლიურად გაიზრდება. პენსიის ინდექსაციის შესახებ კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით მიმდინარე წელს დაამტკიცა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system