თავში

საშუალო წლიურ ინფლაციას 6.9%-ის ფარგლებში ელიან

საშუალო წლიურ ინფლაციას 6.9%-ის ფარგლებში ელიან
საშუალო წლიურ ინფლაციას 6.9%-ის ფარგლებში ელიან

საშუალო წლიურ ინფლაციას 6.9%-ის ფარგლებში ელიან. ამის შესახებ აღნიშნულია galt andt aggart-ის ეკონომიკურ მიმოხილვაში, რომლის მიხედვით, 2021 წლის დეკემბერში წლიური ინფლაცია საქართველოში 8.6%-ის დაფიქსირდება.  ორგანიზაციის განმარტებით, მოსალოდნელზე მაღალი ინფლაციიდან გამომდინარე მოსალოდნელია მონეტარული პოლიტიკის შემდგომი გამკაცრება.

"2020 წლის დეკემბრიდან 2021 წლის თებერვლის ჩათვლით წლიური ინფლაცია მიზნობრივ 3%-თან ახლოს იყო, რაც მთავრობის კომუნალური გადასახადების სუბსიდირებით იხსნება. სებ-მა 2021 წლის მარტში რეფინანსირების განაკვეთი 0.5%-ლი პუნქტით 8.5%-მდე გაზარდა," - აღნიშნულია დოკუმენტში. 

ლართან ერთად, ინფლაციაც რეკორდულ ნიშნულს უახლოვდება. სპეციალისტების შეფასებით, წელს მოსალოდნელია მაღალი ინფლაცია, რის ნიშნებიც წინა თვეშიც გამოჩნდა. ეკონომისტების თქმით, შიძლება, ორნიშნა მაჩვენებელი არ დაფიქსირდეს, მაგრამ ინფლაცია შარშანდელ დონეს ბევრად გადააჭარბებს. ეს, მაშინ, როცა ჯერ კიდევ თებერვალში ჯერ კიდევ ეროვნული ბანკის (სებ) პრეზიდენტი აცხადებდა, რომ 2021 წელს ინფლაციის მაჩვენებელი ქვეყანაში საშუალოდ 4%-ის დონეზე შენარჩუნდება. სპეციალისტების ვარაუდით, ინფლაციური პროცესების მოთოკვა სებ-ს რეალურად გაუჭირდება, რადგან ფასები გეომეტრიული სისწრაფით მატულობს და ამ ტენდენციის შეჩერება ლარის გაუფასურების ფონზე ვერ ხერდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system