თავში

საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 6.9%-ით გაიზარდა

საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გაიზარდა
საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 6.9%-ით გაიზარდა

2018 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასულ წელთან შედარებით 6.9 პროცენტით გაიზარდა და 1 068.3 ლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2018 წელს წინა წელთან შედარებით ხელფასების ზრდა ყველა სექტორში შეინიშნებოდა. საქმიანობების სახეების მიხედვით შედარებით მაღალი ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ დარგებში:

  • საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა - 2 236.0 ლარი (წლიური ზრდა - 11.3 პროცენტი);
  • პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 1 712.2 ლარი (წლიური ზრდა - 7.4 პროცენტი);
  • მშენებლობა - 1 552.0 ლარი (წლიური ზრდა - 5.9 პროცენტი).

ამასთან, „საქსტატის“ ცნობით, 2018 წელს ქალების საშუალო ხელფასი 822.6 ლარით, ხოლო კაცების - 1 280.7 ლარით განისაზღვრა, ხელფასების წლიურმა ზრდამ კი შესაბამისად 6.8 და 7.0 პროცენტი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ოფიციალური მონაცემებით, საქმიანობის სახეების მიხედვით კაცების ხელფასი თითქმის ყველა სექტორში აღემატებოდა ქალების ხელფასს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system