თავში

სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის შესახებ პრეზენტაცია გაიმართა

სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის შესახებ პრეზენტაცია გაიმართა
სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის შესახებ პრეზენტაცია გაიმართა

სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის შესახებ პრეზენტაცია გაიმართა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, განახლებული ექსტენციის ძირითადი მიმართულებები დარგობრივი ცოდნის გაზიარებას და აგრარული მიმართულებით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის ზრდას მოიცავს. 

"ციფრული პლატფორმის საშუალებით, ექსტენციონისტი მოახდენს ფერმერთა პრობლემებზე ოპერატიულ რეაგირებას. ფერმერებს საშუალება ეძლევათ, ისარგებლონ ელექტრონული ბიბლიოთეკით (elibrery.mepa.gov.ge) და სადემონსტრაციო ნაკვეთების ერთიანი ქსელის მონაცემებით", - ნათქვამია სამნისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

პრეზენტაციაზე სტუმრებს მინისტრის მოადგილე გიორგი ხანიშვილმა, მიმართა. მისი თქმით, დროის მცირე მონაკვეთში ექსტენციის მიმართულებით სისტემაში რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე დაინერგა. 

"ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ შეიძლება განვითარდეს რეგიონული სამსახურები დროის ძალზე მოკლე პერიოდში, თუ როგორ შეიძლება აღიჭურვოს მოძრავი ლაბორატორიები, როგორ შეიძლება ექსტენციის მომსახურება გამოირჩეოდეს თავისი შესაძლებლობებით და რომ, პრაქტიკულად, ფერმერის კართან გადაწყდეს ფერმერის პრობლემა”, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

გაეროს განვითარების პროგრამისხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა განაცხადა, რომ ცოდნა მთავარია იმისთვის, რომ სოფლად შემოსავლები გაიზარდოს, ხოლო სოფლის მეურნეობა მაღალი ღირებულების მქონე სექტორად გარდაიქმნას.

სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის რეგიონულმა დირექტორმა, დანიელ მევლიმ თქვა, რომ შვეიცარია მოხარულია ხელი შეუწყოს საქართველოში ძლიერი სოფლის მეურნეობის ჩამოყალიბებას, რომელიც ბაზრის მოთხოვნების, მდგრადი განვითარებისა და გარემოსდაცვითი პრინციპების შესაბამისად უნდა განვითარდეს. 

"განათლებული და ინფორმირებული ფერმერი ამ რეფორმის მთავარი დასაყრდენია", - განაცხადა მან. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system