თავში

სასოფლო-სამეურნეო ინოვაციების საერთაშორისო კონკურსი გამოცხადდა

სასოფლო-სამეურნეო ინოვაციების საერთაშორისო კონკურსი გამოცხადდა
სასოფლო-სამეურნეო ინოვაციების საერთაშორისო კონკურსი გამოცხადდა

შვეიცარიის მთავრობა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) სასოფლო-სამეურნეო ინოვაციების საერთაშორისო კონკურსს აცხადებენ. კონკურსის მთავარი თემა: ინოვაცია სურსათის სისტემების ტრანსფორმაციისთვის.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ კერძო პირებს, კომპანიებსა და ინსტიტუციებს. ჯილდოს მოპოვების მსურველებმა უნდა წარადგინონ წარმატებული ინოვაციური მიდგომები, რომლებსაც წვლილის შეტანა შეუძლიათ გარემოსდაცვითი, ეკონომიკური და სოციალური მიმართულებების მდგრად განვითარებაში.განცხადებები მიიღება ჯილდოს ორ კატეგორიაზე:

A კატეგორია: ინოვაცია და ციფრული ტექნოლოგიები მდგრადი სურსათის სისტემებისთვის. ჯილდო: 30 000 დოლარი.

B კატეგორია: ინოვაცია სურსათის სისტემებში ახალგაზრდების (35 წლამდე) მხარდასაჭერად. ჯილდო: 30 000 დოლარი.

განცხადებების მიღების ბოლო ვადა - 2021 წლის 19 მარტი.

კონკურსის შესახებ დამატებით ინფორმაციას გაეცანით ვებგვერდზე: http://www.fao.org/innovation/awards/en/.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system