თავში

სასოფლო-სამეურნეო ქიმიკატების მაღაზიებში დარღვევებია

სასოფლო-სამეურნეო ქიმიკატების მაღაზიებში დარღვევებია
სასოფლო-სამეურნეო ქიმიკატების მაღაზიებში დარღვევებია

შიდა ქართლში სასოფლო-სამეურნეო ქიმიკატების 16 მაღაზია დარღვევებისთვის დაჯარიმდა. როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოში report.ge-ს განუცხადეს,  საგაზაფხულო სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით და ფერმერთა ინტერესების დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო პესტიციდების და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტების კონტროლს ახორციელებს. სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფებმა შიდა ქართლის რეგიონში 44 სპეციალიზებული მაღაზია შეამოწმეს, საიდანაც 16 მათგანში ეტიკეტირების წესის დარღვევის, ვადაგასული პრეპარატების განთავსებისა და რეგისტრაციის გარეშე საქმიანობის ფაქტები გამოვლინდა. ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და უხარისხო ქიმიკატების რეალიზაცია აეკრძალათ.

სურსათის ეროვნული სააგენტო უხარისხო და ფალსიფიცირებული ქიმიკატების ბაზრიდან ამოღების მიზნით განაგრძობს სარეალიზაციო ობიექტების კონტროლს, მიმდინარე წელს დაგეგმილია 300-მდე ნიმუშის აღება და ლაბორატორიული გამოკვლევა.

2020 წელს 500-მდე სპეციალიზებული სარეალიზაციო ობიექტი შემოწმდა, გამოვლინდა 154 სამართალდარღვევა (მარკირების, შენახვის, რეალიზაციის წესებისა ვადის დარღვევა).

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system