თავში

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი 1 155 კოოპერატივს შეუწყდა

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი 1 155 კოოპერატივს შეუწყდა
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი 1 155 კოოპერატივს შეუწყდა

გამოუსწორებელი ხარვეზების გამო, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი 2014 წლიდან 21 ოქტომბრამდე 1 155 კოოპერატივს შეუწყდა.მიმდინარე წლის 21 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოს მასშტაბით ჯამში, 1028 კოოპერატივია რეგისტრირებული.სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივისათვის სტატუსის მინიჭების შესახებ პირველი ბრძანება 2014 წლის 7 მარტს გამოიცა.სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მონიტორინგს სოფლის მეურნეობის სამინისტროს "სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო" აწარმოებს. "შემოწმება" გულისხმობს კოოპერატივების საქმიანობის შესაბამისობის დადგენას "სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნებთან. როგორც უწყებაში Report.ge-ს განუცხადეს, გეგმიური და არაგეგმიური მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი ხარვეზების შესაბამისად, კოოპერატივებს ეძლევათ რეკომენდაცია და კანონით დადგენილი ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად. 

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის შეწყვეტის შემთხვევაში, კოოპერატივი აგრძელებს საქმიანობას, თუმცა მისთვის აღარ არის ხელმისაწვდომი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ხელშეწყობის პროგრამები და საგადასახადო შეღავათები, რითაც სტატუსის მქონე კოოპერატივები სარგებლობენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system