თავში

COVID-რეკომენდაციების დარღვევისთვის სასტუმროები, რესტორნები და კაფე-ბარები 1000 ლარამდე დაჯარიმდებიან

სასტუმროები, რესტორნები და კაფე-ბარები 1000 ლარამდე დაჯარიმდებიან
COVID-რეკომენდაციების დარღვევისთვის სასტუმროები, რესტორნები და კაფე-ბარები 1000 ლარამდე დაჯარიმდებიან

ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის ინფორმაციით, მუშავდება ტექნიკური რეგლამენტი, რომ ჯანდაცვის სამინისტროს COVID 19-თან დაკავშირებული რეკომენდაციები შრომის უსაფრთხოების კანონს მოერგოს.

სწორედ ამ კანონით დარეგულირდება ჯარიმის ოდენობა, რომელიც კომპანიებს დარღვევებთან დაკავშირებული გაფრთხილების შემდეგ შეიძლება დაეკისროთ.

„ვმუშაობთ ტექნიკური რეგლამენტის პროექტის შემუშავებაზე, რომ შრომის უსაფრთხოების კანონს მოვარგოთ და მის ფარგლებში მოხდეს COVID 19-თან დაკავშირებული რეკომენდაციების შესრულების შემოწმება. თუ მსუბუქი იქნება დარღვევები, პირველ ეტაპზე, გაფრთხილებას გამოვიყენებთ, მეორე ეტაპზე - ჯარიმას, ხოლო უკიდურესად მძიმე დარღვევების შემთხვევაში, სამუშაო პროცესის შეჩერდება მოხდება. ჯარიმები დიფერენცირებული იქნება კომპანიების ბრუნვის მიხედვით. შრომის უსაფრთხოების კანონიდან გამომდინარე, 100 000 ლარამდე ბრუნვის მქონე კომპანიისთვის ჯარიმა თითოეულ დარღვევაზე 100 ლარია, 100 000-დან 500 000 ლარამდე ბრუნვის კომპანიებისთვის 600 ლარი, ხოლო 500 000 ლარზე მეტი ბრუნვის მქონე კომპანიისთვის, 1000 ლარი,“ - ამბობს ფერაძე.

საქართველოს მასშტაბით, 583 სასტუმრო შემოწმდა, საიდანაც 111-მა დააკმაყოფილა მოთხოვნები, 146 ვერ დააკმაყოფილა, ხოლო 326-მა დრო ითხოვა ინსპექტირებისთვის მოსამზადებლად.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system