თავში

სასტუმროები, სავარაუდოდ, ვერც 1 თებერვლიდან გაიხსნება

სასტუმროები, სავარაუდოდ, ვერც 1 თებერვლიდან გაიხსნება
სასტუმროები, სავარაუდოდ, ვერც 1 თებერვლიდან გაიხსნება

ტურისტულ რეგიონებში მდებარე სასტუმროები საქმიანობას, სავარაუდოდ, ვერც 1 თებერვლიდან  გააგრძელებენ. სექტორის გახსნასთან დაკავშირებით მთავრობას ოფიციალურად არ განუცხადებია, თუმცა, როგორც ჰორეკა ბიზნესის წარმომადგენლები ამბობენ, აქვთ ინფორმაცია და ზუსტად იციან, რომ სასტუმროების გახსნა 1 თებერვლიდან არ იგეგმება. რაც არ უნდა ცნაური იყოს, მთავრობა იმ ადამიანებს, რომლებიც ტურიზმზე არიან ჩამოკიდებული და სასიცოცხლოდ სჭირდებათ გახსნა, ვერაფერს ვერ პირდება და ვერც იმას ეუბნება, გაიხსნება თუ არა დარგი, რომ ბიზნესი მოემზადოს. თებერვლამდე კი ძალიან მცირე დროა დარჩენილი.

შესაბამისად, როგორც report.ge-ს გუდაურში მდებარე სასტუმრო ,,თრუსოს" ხელმძღვანელმა ლევან კარიჭაშვილმა აცნობა, ბიზნესი უკიდურეს გასაჭირშია, წლევანდელი სეზონი პირწმინდად ჩავარდა და არც არის მოლოდინი, რომ მომავალ წლამდე სიტუაცია, თუნდაც მცირედით, გაუმჯობესდეს.

,,ინფორმირებული ვარ, რომ სექტორი 1 თებერვლიდან არ იხსნება. უცნაურია, ახლა ვინმე სტუმარს ელოდეს, მითუმეტეს სხვა ქვეყნებიდან, რადგან საბაგიროები არ იხსნება.თებერვალში თუ არ გაიხსნა, ცხადია, ვერც მარტში შეძლებენ, უბრალოდ, აზრი აქვს, დამატებითი ხარჯია. მარტში  ჯავშნები მივიღო, ადამიანმა დაგეგმოს დასვენება და მერე გეგმა ჩაეშალოს, არც ასე შეიძლება. მსგავსი ფაქტები ნამდვილად იყო და ამის გამოც ბევრი სასტუმრო გაკოტრებამდე მივიდა. ეგონათ სადღესასწაულოდ მუშაობის ნებართვას მიიღებდნენ, რასაც მთავრობა დაგვპირდა, შესაბამისად, გაათბეს სასტუმრო, პროდუქტი შეიძინეს და მოემზადნენ, მაგრამ ვერ ამუშავდნენ. ვეჭვობ, იგივე შეცდომა ახლა ვინმემ დაუშვას. მით უმეტეს, საზღვრები დაკეტილია, გაიხსნება თუ არა, ესეც არ არის საბოლოოდ გარკვეული. შიდა ტურიზმზე გუდაური არ არის ორიენტირებული, ისვენებს ის, ვისაც საკუთარი ბინა აქვს. ბაკურიანიდან ხალხს აგდებენ, ასეთი სიტუაციაა და ძალიანაც რომ უნდოდეს, ადამიანები მარტივად ვერ გარისკავენ. წლევანდელი გეგმა 100%-ით ჩაგვეშალა, მომავალი წლის ზამთრამდე სიტუაციის გამოსწორებას არ ველით", - აცხადებს ლევან კარიჭაშვილი.

ანალოგიური მდგომარეობაა სხვა რეგიონებშიც, ზემო აჭარის კურორტებზე არნახული სწყნარეა,  ასევე სვანეთშიც, სადაც ამბობენ, რომ დამსვენებლების მიღება ვერც ზაფხულში შეძლეს. ამის შესახებ report.ge-თან სასტუმრო ,,ლილეს" მფლობელმა ტარიელ ნიგურიანმა განაცხადა.

,,არავინ ფიქრობს სასტუმროების გახსნაზე, გაურკვევლობაა,  ინფორმაციაც არ გვაქვს და ვერც ვერავინ გარისკავს, რომ  ხარჯი გასწიოს. ჯავშნები არ მიგვიღია და ძნელადაც დასაჯერებელია, ამ სიტუაციაში ვინმეს მოუნდეს დასვენება. სვანეთში ახლა სრული სიწყნარეა, ისე გაივლი რამდენიმე  კილომეტრიან გზას, რომ კაციშვილი არ შეგხვდება. დიდად არც ზაფხულში გვყავდა დამსვენებელი და ახლა საერთოდ არ არის. ჯერჯერობით ვერაფერს ვგეგმავთ, გაურკვევლობაში ვართ", - ამბობს ნიგურიანი.

როგორც ცნობილია, ეკონომიკის გახსნა 1 თებერვლიდან იგეგმება . პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ცნობისთ, ჯნდაცვის სამინისტრო უახლოეს პერიოდში წარმოადგენს ამ გეგმას, რომელზეც ეკონომიკისა და ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად იმუშავებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system