თავში

სასტუმროების ბიზნესს მთავრობა 3 მილიონით დაეხმარება

სასტუმროების ბიზნესს მთავრობა 3 მილიონით დაეხმარება
სასტუმროების ბიზნესს მთავრობა 3 მილიონით დაეხმარება

ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში მთავრობა სასტუმრო ბიზნესს სესხის პროცენტს გადაუხდის.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ განმარტა, მთლიანობაში შეღავათით 18 ათასზე მეტი სუბიექტი ისარგებლებს. 

მთავრობა ბიზნესის მხარდასაჭერად ბიუჯეტიდან 3 მლნ ლარს გაიღებს.

გასულ წელს, 20 ივნისის მოვლენების შემდეგ, როცა დიდი დარტყმა მიადგა სასტუმრო ბიზნესს, მივიღეთ გადაწყვეტილება და 4 ნომრიდან 20 ნომრამდე მცირე სასტუმროები, ეკონომიკის სამინისტროს "აწარმოე საქართველოში" სააგენტოს მეშვეობით დავასუბსიდირეთ, საბანკო სესხების პროცენტით კრიზისის 6 თვის განმავლობაში. ამ პროგრამამ კარგად იმუშავა. ახლა ვთვლით, რომ ამ წარმატებული მაგალითის გამოყენებით ჩვენ ვაფართოვებთ სასტუმროების ზომას, 4 ნომრიდან 50 ნომრის ჩათვლით მიღებენ იგივე დახმარებას.  ეს თანხა გამოიყოფა ბიუჯეტიდან. ეს იქნება "აწარმოე საქართველოშის" ფარგლებში გამოყოფილი თანხა. ეს არის 18 ათასზე მეტი სუბიექტი მთლიანობაში. თანხის პროგნოზირება ჯერ რთულია, თუმცა ვფიქრობთ, 3 მილიონის ფარგლებში იქნება“-განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, პრემიერმა დღეს წარადგინა ეკონომიკური სტიმულირების პაკეტი, რომელიც კორონავირუსისგან გამოწვეული ნეგატიური ეფექტის შერბილებას ისახავს მიზნად.

მთავრობის გეგმით, გაიზრდება სახელმწიფო ხარჯები, საუბარია ინფრასტრუქტურული ხარჯების დამატებით 300 მილიონით ზრდაზე.

გეგმის მიხედვით, ტურისტული სექტორისთვის გადასახადების გადავადდება, 6 თვის პროცენტს კი სესხებზე მათ მთავრობა გადაუხდის.

.პრემიერის თქმით, მთლიანობაში პროგრამის მოცულობა დაახლოებით ერთ მილიარდ ლარს შეადგენს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ამბობს, რომ მთავრობის მთავარი მიზანი "უეცრად წარმოქმნილ გამოწვევასთან გამკლავებაა".

მინისტრის თქმით, ბიზნესმა მთავრობასთან შეხვედრაზე სახელმწიფოსგან ამ კრიზისის გამო, გადასახადების გადავადება ითხოვა.

"მთავარი ჩვენი ამოცანა არის, რომ ახლა წარმოქმნილ უეცარ გამოწვევას გავუმკლავდეთ. ბიზნესთან ჩვენ არაერთი შეხვედრა გვქონდა და მათთან საუბარში, რომ მათი სურვილი არა რაიმე განსაკუთრებული შეღავათი, არამედ ტურისტული ინდუსტრია არის მოლოდინში, რომ რამდენიმე თვეში ეს გამოწვევა გადალახული იქნება, შესაბამისად, მათ გვთხოვეს გადასახადების გადახდის გადავადება,"- ამბობს ეკონომიკის მინისტრი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system