თავში

სასტუმროების თანადაფინანსების პროგრამას 1000-ზე მეტი ბენეფიციარი ჰყავს

სასტუმროების თანადაფინანსების პროგრამას 1000-ზე მეტი ბენეფიციარი ჰყავს
სასტუმროების თანადაფინანსების პროგრამას 1000-ზე მეტი ბენეფიციარი ჰყავს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების დეპარტამენტის უფროსის, ლაშა ბოსტაშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე სახელმწიფო თანადაფინანსების პროგრამით 1000-ზე მეტმა ბენეფიციარმა ისარგებლა. ხოლო დაფიანნსებული თანხის მოცულობა 16 მილიონ ლარს შეადგენს.

მისი შეფასებით, სახელმწიფომ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა სასტუმრო ბიზნესის ხელშეწყობის მიმართულებით, დარგის მდგრადობის მიზნით მოხდა ასევე განაცხადების მიღების ვადის გახანგძლივება, რაც სექტორის წარმომადგენლებს კრიზისის დაძლევის შესაძლებლობას მისცემს.

,,სახელმწიფომ ორჯერ მოახდინა სასტუმროების თანადაფინანსებისთვის განაცხადების მიღების ვადის გახანგძლივება. 10 ოქტომბრამდე დრო აქვთ მეწარმეებს, რომ თანადაფინანსება მოითხოვონ. შემიძლია ვთქვა, რომ დაინტერესება მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. სააგენტომ ამავე დროს მოახდინა სხვადასხვა კრიტერიუმის გაუმჯობესება, დაახლოებით 16 მილიონი ლარია თანადაფინანსების მიზნით ამ პროპგრამის ფარგლებში გაცემული და კიდევ გაიზრდება ამ თანხის მოცულობა, რაც დიდი დახმარებაა ბიზნესისთვის. დღევანდელი მონაცემით, 1000-ზე მეტმა სუბიექტმა ისარგებლა. სამომავლოდაც ველოდებით მოთხოვნის ზრდას და ყველა ის ბიზნესი, რომელიც ნამდვილად დაზარალდა პანდემიის გამო, მიიღებს ამ სიკეთეს, რომელიც სახელმწიფო პროგრამით არის გათვალისწინებული. ეს არის ერთადერთი შესაძლებობა, რომ მთავრობა დაუდგეს ამ სექტორს გვერდით.  ეკონომიკური მაჩვენებლები ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევენ, ტურიზმის სექტორი ჯერ განიცდის პრობლემას და დარგი რეალურად საჭიროებს დახმარებას. ვფიქრობთ, რომ ჩაერთვებიან ისინიც, რომლებიც აქამდე პროგრამაში მონაწილეობას არ იღებდნენ. ეს დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია სამუშაო ადგილების შესანარჩუნებლად“, - აცხადებს ლაშა ბოსტაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ვითარებიდან გამომდინარე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ 10 სექტემბრიდან, განახლებული პირობებით დაიწყო განცხადებების მიღება პროგრამაზე „თანადაფინანსების მექანიზმი საოჯახო, მცირე და საშუალო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისთვის“.

სესხების თანადაფინანსების პროგრამის გახანგრძლივება მთავრობამ დასაქმების შესანარჩუნებლად გადაწყვიტა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system