თავში

სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაცია მთავრობის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა

სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაცია
სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაცია მთავრობის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა

"დღევანდელი პოზიცია, რომ პირველ თებერვალს ნამდვილად არ გაიხსნება მთის კურორტები, მესიჯია, რომ, შესაძლოა, წელს მთის კურორტები საერთოდ არ გაიხსნას," – ამის შესახებ „სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელმა, შალვა ალავერდაშვილი აცხადებს. 

მისი განმარტებით, პირველი თებერვალი იყო ზღვარი, რომლის იქითაც აღარ შეიძლებოდა გადაწყვეტილების მიღება. ალავერდაშვილი ამბობს, რომ სგავსი შეხვედრა აქამდეც უნდა შემდგარიყო და მთის კურორტების გახსნის საკითხზე ემსჯელათ.

მისივე თქმით, ფაქტობრივად, მეორე სეზონი ჩავარდა სამთო-სათხილამურო კურორტებზე და 60 პროცენტი ობიექტებისა უკვე იყიდება. ალავერდაშვილი ირწმუნება, რომ ეს ზოგადად ეკონომიკაში საკმაოდ რთულ ვითარებას შექმნის.

„ძირითადი მესიჯი, რაც დღეს იყო, ჩვენთვის უნდოდათ აეხსნათ, თუ რატომ არ უნდა გაიხსნას ძირითადი მიმართულებები. ეს ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია. ჩვენ ვისურვებდით, პირდაპირი პასუხი ჰქონდეს მთავრობას, რომ წელს მთის კურორტები არ გაიხსნება, ასეთი პასუხი მინდა. ის კი არა, რომ ვნახოთ და რაღაც… ვნახოთი აღარ გამოდის, მთის კურორტებს თავისი სეზონი აქვს. პირველ მარტს რომ მითხრან გაიხსნებაო, 95 პროცენტი მაინც აღარ გაიხსნება, რადგან აზრი აღარ აქვს,"  განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა.

შეგახსენებთ, შეგახსენებთ, 1-ელი თებერვლიდან რეგულარული ფრენები ყველა მიმართულებით აღდგება. ფრენები ყველა სამედიცინო პროტოკოლის წესების დაცვით განხორციელდება. საჰაერო მიმოსვლაზე შეზღუდვის მოხსნა ავიაკომპანიებს უკვე აცნობეს.

ტურისტების შემოყვანის გეგმა მუშავდება. მომავალი კვირიდანვე შემსუბუქდება რეგულაცია საქართველოში შემოსვლაზე.

მთავრობა ვაქცინირებული ტურისტების მოსაზიდად სპეციალურ გეგმას ადგენს.

საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და სამთო-სათხილამურო კურორტებზე შეზრუდვები ძალაში დარჩა. მთავრობის განმარტებით, ეკონომიკის გახსნა პანდემიის დადებითობის მაჩვენებელზე იქნება დამოკიდებული. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system