თავში

სასტუმროებმა ფასები გაანახევრეს

სასტუმროებმა ფასები გაანახევრეს
სასტუმროებმა ფასები გაანახევრეს

"საქართველოს მასშტაბით თითქმის ყველა სასტუმროში ფასები განახევრებულია," - ამის შესახებ report.ge-ს სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელმა, შალვა ალავერდაშვილმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ერთადერთი ადგილი, სადაც ფასები გაძვირებულია, არის აბასთუმანი. 

"ასეთი იაფი ბათუმში დასვენება, როგორც ახლაა, არასდროს ყოფილა. ქვეყნის ხუთ ვარსკვლავიან სასტუმროებში ნომრის ფასი 50 ლარამდეა. ჩვენი აზრით, წელს ძირითადი მოთხოვნა ბინებსა და კოტეჯებზე იქნება, რადგან აქ ადამიანები უფრო დაცულად გრძნობენ თავს და ასევე რეგულაციებისგან ნაკლებად შეწუხდებიან,”- აღნიშნა ალავერდაშვილმა და დასძინა, რომ ამჟამად ქვეყანაში არსებული სასტუმროების მხოლოდ 15%-მდე მუშაობს.

"მიმდინარე წელი სასტუმროებისთვის თავის გატანის, გადარჩენის წელი იქნება," - გვითხრა ალავერდაშვილი.

შეგახსენებთ, 15 ივნისიდან საქართველოში შიდა ტურიზმი გაიხსნა. უცხოელ დამსვენებლებს ქვეყანა 1 ივლისიდან უმასპინლებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system