თავში

სასტუმროებს და რესტორნებს საბანკო სესხის პროცენტი დაუსუბსიდირდებათ

სასტუმროებს და რესტორნებს საბანკო სესხის პროცენტი დაუსუბსიდირდებათ
სასტუმროებს და რესტორნებს საბანკო სესხის პროცენტი დაუსუბსიდირდებათ

„პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ საბანკო სესხის პროცენტის თანადაფინანსების კომპონენტით სარგებლობას მცირე და საოჯახო სასტუმროების გარდა, ექვსი თვის განმავლობაში რესტორნებიც შეძლებენ," - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის უწყებათაშორისო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, რომელიც ბიზნესის დახმარების ერთ-ერთი მძლავრი ბერკეტია. პროგრამის მეშვეობით აქამდე 2 200 მცირე და საოჯახო სასტუმროს დავუსუბსიდირეთ ბანკის სესხის პროცენტი. საბანკო სესხის პროცენტის თანადაფინანსების პროგრამა ფართოვდება და მასში რესტორნებიც ჩაერთვებიან. საუბარია 1 500-მდე რესტორანზე, რომლებსაც ექვსი თვის განმავლობაში საბანკო სესხის პროცენტი დაუსუბსიდირდებათ“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

უახლოესი 2 თვის განმავლობაში მთავრობა გასცემს მკაცრ რეკომენდაციას, რომლის მიხედვით ბიზნესი დისტანციურ მუშაობაზე გადადის. საჯარო მოხელეების 80% დისტანციურ მუშაობაზე იქნება გადასული.

შეგახსენებთ, დღეს მთავრობამ ბიზნესისა და მოქალაქეებისთვის დახმარებების ახალი პაკეტი წარადგინა.საუბარია ანტიკრიზისული გეგმის მეოთხე ფაზაზე, რომლის მთლიანი პორტფელი სახელმწიფოს 1,1 მილიარდი ლარი უჯდება. დახმარებების გასაცემად მთავრობა ვალს არ აიღებს და ის უკვე მოზიდული თანხებით დაფინანსდება.

სარესტორნო ბიზნესს სესხების პროცენტს მთავრობა გადაუხდის.

თვითდასაქმებულებს სახელმწიფო სესხის გადავადებაში დაეხმარება.

კომპანიების საშემოსავლო გადასახადის სუბსიდირება 6 თვით გაგრძელდება.

ტურიზმის სექტორი ქონების გადასახადისგან სრულად გათავისუფლდა.

რაც შეეხება, მოქალაქეთა დახმარების პაკეტს, 200-ლარიანი დახმარების პროგრამა გაგრძელდება.

სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს, ასევე, მათ, რომელთა სარეიტინგო ქულა 65 000-დან 100 000-მდეა, სახელმწიფო ექვსი თვის განმავლობაში 100 ლარით დაეხმარება.

4 თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადები დაიფარება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system