თავში

სასურსათო კალათის უმეტესობა ჯერ კიდევ იმპორტირებულით ივსება

სასურსათო კალათის უმეტესობა ჯერ კიდევ იმპორტირებულით ივსება
სასურსათო კალათის უმეტესობა ჯერ კიდევ იმპორტირებულით ივსება

საქსტატის ბოლო მონაცემებით მიმდინარე წლის სექტემბერში საარსებო მინიმუმი 184 ლარით განისაზღვრა. საარსებო მინიმუმი, როგორც წრესი, მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე დგინდება, რომელიც 40 პროდუქტს აერთიანებს. ამ კალათაში სასურსათო პროდუქტების ნაწილი საქართველოში იწარმოება, ნაწილი კი სრულად იმპორტირებულია.

ეკონომიკის ექსპერტები ამბობენ, რომ ექსპორტის ხელშეწყობის პარალელურად, პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს ისეთ დარგებსაც, რომლებიც იმპორტს ჩაანაცვლებს და ადგილობრივების დასაქმებას შეუწყობს ხელს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განმარტებით, საქართველო იქნება ნეტო ექსპორტიორი აგროპროდუქტების მიმართულებით.

ნეტო ექსპორტიორობა ნიშნავს, როცა ქვეყანა უფრო მეტს ყიდის ექსპორტზე, ვიდრე ყიდულობს იმპორტით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system