თავში

სათამაშო ბიზნესიდან თბილისის ბიუჯეტში 25 მილიონი შევა

სათამაშო ბიზნესიდან თბილისის ბიუჯეტში 25 მილიონი შევა
სათამაშო ბიზნესიდან თბილისის ბიუჯეტში 25 მილიონი შევა

თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობა 2021 წლისთვის ბიუჯეტში 820.1 მლნ ლარის შემოსავლის მობილიზებას ელის.  

თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით,  სხვა შემოსავლები 2020 წლის თავდაპირველად დამტკიცებულ ბიუჯეტთან მიმართებაში შემცირებულია 46 130,0 ათასი ლარით.

„სხვა შემოსავლებიდან“ მისაღები თანხების ძირითადი ნაწილი სანქციებსა და ჯარიმებზე, დასუფთავების მოსაკრებელსა და სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელზე მოდის.

"სხვა შემოსავლები" ასე ნაწილდება:

- შემოსავალი საკუთრებიდან – 8 600,0 ათასი ლარი;

- სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი – 25 000,0 ათასი ლარი;
- მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის - 48 000,0 ათასი
ლარი;
- სანქციები (ჯარიმები და საურავები) 55 000,0 ათასი ლარი;
- სხვადასხვა შემოსავლები – 20 267,4 ათასი ლარი.

ცნობისთვის, თვითმმართველობის დაფინანსების ძირითადი წყარო საგადასახადო შემოსავლები იქნება, რაც 657.3 მილიონი ლარს შეადგენს. მომავალი წლის ბიუჯეტში „სხვა შემოსვალების“ სახით 156.8 მლნ ლარის (2020 – 180 მლნ) მიღებაა დაგეგმილი.

შეგახსენებთ, თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტი 840 მლნ ლარია, რაც 2020 წლის მოქმედ ბიუჯეტთან შედარებით 261 მილიონი ლარით ნაკლებია.

გაისად დედაქალაქის მთავრობა პრივატიზაციიდან 20 მლნ ლარს ელის.

გადასახადებისგან თბილისის მერია მომავალ წელს, წლევანდელთან შედარებით, 66 მლნ-ით მეტ შემოსავალს ელის.

ბიუჯეტის პროექტს საკრებულოს ფრაქციები და კომისიები 24 ნოემბრამდე განიხილავენ და ხვალ, 24 ნოემბერს, ბიუჯეტის პროექტის პირველადი დოკუმენტი საკრებულოს შენიშვნებითა და რეკომენდაციებით მერიას გადაეგზავნება.

2020 წლის თბილისის ბიუჯეტის წლიური გეგმა 56.8%-ით შესრულდა. დედაქალაქს წელს სესხების მომსახურება/დაფარვა 18 მლნ ლარი დაუჯდა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system