თავში

სათამაშო ბიზნესის ბრუნვა 173%-ით გაიზარდა

სათამაშო ბიზნესის ბრუნვა 173%-ით გაიზარდა
სათამაშო ბიზნესის ბრუნვა 173%-ით გაიზარდა

2018 წელს სათამაშო (აზარტული) ბიზნესის ბრუნვა 173%-ით გაიზარდა. თუ 2017 წელს სექტორის ბრუნვა 5,060 მლრდ ლარი იყო, 2018 წელს ამ მაჩვენებელმა 13,806 მლრდ ლარი შეადგინა.

გამოდის, რომ საქართველოში აზარტული თამაშები კვლავ ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ბიზნესია და მისი ბრუნვა ყოველწლიურად რეკორდულად მატულობს. ოფიციალური მონაცემებით, ბოლო 10 წლის მონაცემებით, ის თითქმის 200-ჯერ გაიზარდა.

სათამაშო ბიზნესის ბრუნვა 2008-2018 წლებში:

  • 2008 წელი - 70.7 მლნ ლარი
  • 2009-ში - 74.3 მლნ ლარი
  • 2010 წელს - 112.7 მლნ ლარი
  • 2011-ში - 366. 3 მლნ ლარი
  • 2012 წელს - 996.0 მლნ ლარი
  • 2013 წელს - 1, 213 მლრდ ლარი
  • 2014 წელს - 2, 032 მლრდ ლარი
  • 2015 წელს - 3,890 მლრდ ლარი
  • 2016 წელს - 4, 036 მლრდ ლარი
  • 2017 წელს - 5,060 მლრდ ლარი
  • 2018 წელს - 13,806 მლრდ ლარი

აღსანიშნავია, რომ 2018 წელს საქართველოში მთლიანად ბიზნეს-სექტორის ბრუნვამ 86,6 მლრდ ლარი შეადგინა, ამაში სათამაშო ბიზნესის წილი კი თითქმის 16%-ს შეადგენს. ქვეყანაში, სადაც აზარტული თამაშებით არაერთმა ადამიანმა დაკარგა ქონება, სათამაშო ბიზნესი უფრო დიდია, ვიდრე მშენებლობა, დამამუშავებელი მრეწველობა, ენერგორესურსების ბაზარი და ა.შ. სათამაშო ბიზნესზე მეტი ბრუნვა წილობრივად მხოლოდ ვაჭრობის დარგზე მოდის (43,2%).

სპეციალისტების ნაწილი სათამაშო ბიზნესის კონტროლის გამკაცრებაზე საუბრობს, ნაწილი კი ამბობს, რომ ეს სეგმენტი ბიუჯეტში მსხვილი კონტრიბუციითაა წარმოდგენილი და ამიტომ მთავრობა ცდილობს ისინი რეგულაციებით არ "შეაწუხოს". არასამტავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო სექტორი დაბალშემოსავლიანი მოქალაქეებზე სათამაშო ბიზნესის ნეგატიურ გავლენაზე აკეთებს აქცენტს.

შეგახსენებთ, გუშინ საერთაშორისო სავალუტო ფონდი სათამაშო ბიზნესასოციაციასა და კროპტომაინინგის წარმომადგენლებს შეხვდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system