თავში

როგორ ვიპოვოთ ოქროს შუალედი სათამაშო ბიზნესის სწორი ფორმით შესანარჩუნებლად

სათამაშო ბიზნესის სწორი ფორმით შესანარჩუნებლად
როგორ ვიპოვოთ ოქროს შუალედი სათამაშო ბიზნესის სწორი ფორმით შესანარჩუნებლად

ოფიციალური სტატისტიკით, საქართველოში 700 000 ადამიანი თამაშობს. სათამაშო ბიზნესს კი წლის განმავლობაში 5.6 მილიარდი ბრუნვა აქვს, უფრო მეტი, ვიდრე ნებისმიერ სხვა ბიზნესს ამ ქვეყანაში. წელს გაზაფხულზე პარლამენტმა ჩააგდო ცვლილებები კანონში, რომელსაც აზარტული თამაშების სარეკლამო პოლიტიკა უნდა გაემკაცრებინა. მიზეზად ის დასახელდა, რომ კანონმდებლები ვერ შეთანხმდნენ პრონციპზე- აკრძალვა თუ შეზღუდვა?

ცოტა ხნის წინ "ლუდომანიისა და აზარტული თამაშების პრევენციის ცენტრმა" ქალაქის მერიის მხარდაჭერით ჩატარებული კვლევის შედეგები გაასაჯაროვა. როგორც ცენტრში აგვიხსნეს, გამოიკითხა 14-დან 18 წლამდე 500 მოსწავლე. აღმოჩნდა რომ 14 წლის მოზარდების 28% თამაშობს, ხოლო 15 წლის ბავშვების 52%-ია ჩართული ონლაინთამაშებში. ასაკის ზრდის პარალელურად იზრდება თამაშში ჩართულობის მაჩვენებლიც. საერთო ჯამში 14-18 წლის ახალგაზრდების 58% მოთამაშეა. გამოკითხული მოზარდები ამბობენ რომ მათი ინფორმაციის ძირითადი წყაროა ონლაინრეკლამები.

სათამაშო ბიზნესის ცნობადობის ზრდაზე ყველაზე აქტიურად ონლაინრეკლამები გამოიყენება, მასზე მოსის ამ სეგმენტის ბიზნესის რეკლამების, 75%. ბილბორდებს ინფორმაციის წყაროდ 47%-ი მიიჩნევს. SMS შეტყობინებაზე კი 54%-ი მოდის, სატელევიზიო რეკლამის წილი კი 37%-ს შეადგენს. ხშირია შემთხვევები, როცა კაზინოები გახსნილის ისტორიულ-კულტურულ დაწესებულებებშიც.

"ზუგდიდში კინოთეატრშია კაზინო გახსნილი. ბაღებსადა კვერებშიც მინახავს სამტრედიაში, ფოთში. ამგვარი კონტროლის გარდა სახელმწიფო არც კი იკვლევს, არ ქმნის მონაცემთა ბაზას, რომ დაითვალოს ამ ბიზნესის ზარალი მოსახლეობაზე. მაგალითად, არაა ცნობილი, რამდენი განქორწინება, რამდენი დანაშაული შეიძლება იყოს თამაშდამოკიდებულებით განპირობებული. უცნობია, ამ მიზეზით რამდენმა დაკარგა საკუთრება, გაღარიბდა, შეექმნა ჯანმრთელობის პრობლემა,ან საერთოდ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე," - განუმარტეს Report.ge-ს "ლუდომანიისა და აზარტული თამაშების პრევენციის ცენტრში".

ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ბესელია Report.ge-ს ეუბნება, რომ კანონით მოზარდს,სანამ სრულწლოვანი არ გახდება, თამაში ეკრძალება. რეალობაში კი ხდება ისე, რომ არასრულწლოვანი თამაშს ახერხებს. ბესელია გვიხსნის, რომ ამის მიზეზი ონლაინთამაშების სრული უკონტროლობაა.

"ონლაინსამორინეები კონტროლს არ ახდენენ. საუკეთესო შემთხვევაში მათი საიტი გეკითხება, ხარ თუ არა 18 წლის. როგორც წესი, ეს არაა საკმარისი. თამაშის მსურველი არასდროს ამბობს, რომ არაა სრულწლოვანი. ვცადე და ჩემი 5 წლის შვილის სახელზე შევძელი გამეკეთებინა სამორინეში ექაუნთი. ითხოვენ მხოლოდ პირად ნომერს, რომელიც ყველას აქვს, მობილურის ნომერს, რომელიც ასევე სკოლის ასაკის ყველა ბავშვს აქვს და იმეილს, რასაც ყველა ფლობს. თუ ბანკს აქვს წვდომა საჯარო რეესტრთან და შეუძლია გაიგოს ვინ ხართ, ასევე უნდა ჰქონდეთ ონლაინთამაშების ოპერატორებსაც. 500 ათასი ექაუნთია მოთამაშეების გახსნილი ონლაინსამორინეებში.3,7 მილიონი მოსახლეობის ფონზე ეს საგანგაშოდ მარალი რაოდენობაა," - გვეუბნება "ლუდომანიისა და აზარტული თამაშების პრევენციის ცენტრის" პრეზიდენტი გუგა ბესელია.

მისი თქმით აუცილებელია შეიზღუდოს ამ ბიზნესის აგრესიულ პიარმარკეტინგი და მაქსიმალური კონტროლი დაწესდეს ონლაინსამორინეების ექაუნთებზე. ბესელიას თქმიტ ასე შევძლებთ დავიცვათ თაობა ლუდომანიისგან და, მეორეს მხრივ, მოვსპობთ ფულის გათეთრების შანსიც.

"ყველაფერთან ერთად ესაა ფულის გათეთრების საუკეთესო საშუალებაც.არსებობს ფორუმები, სადაც პირადი ნომრები იყიდება ანუ თქვენ გაყიდით პირად ნომრებს 20-25 დოლარად, რათა ამ პირადი ნომრით თამაში შეძლოს სხვამ. ეს სხვა წარმატებით შეიძლება აღმოჩნდეს არასრულწლოვანი. ესაა ნონსენსი. არსად არ ხდება," - გვეუბნება ბესელია.

ცნობისთვის, რეგიონში აზარტული თამაშების ბიზნესი დაშვებულია მხოლოდ სომხეთსა და საქართველოში. რუსეთში დაშვებულია მაგრამ უმკაცრესად კონრტოლდება, აზერბაიჯანსა და თურქეთში - აკრძალულია. სამეზობლოდან ადამიანების არცთუ ისე მცირე ნაწილი საქართველოში სათამაშოდაც ჩამოდის. შესაბამისად, ეკონომიკისტების ერთი ნაწილი ამ ბიზნესს შემოსავლის რეალურ შესაძლებლობად განიხილავს. Report.ge შეეცადა გაეგო სადაა ოქროს შუალედი, რომლის პოვნითაც არ დავკარგავთ შემოსავალს და დავიცავთ ახალგაზრდობასა? ჩვენს ამ კითხვაზე "ლუდომანიისა და აზარტული თამაშების პრევენციის ცენტრმა" გარკვევით გვიპასუხა, რომ პრობლემაა ონლაინთამაშები და არა სათამაშო დაწესებულებები.

"საზღვარზე გახსნილი სამორინე მეტნაკლებად გამართლებულია. ის გარკვეულწილად იზიდავს ფინანსებს. ბევრად უფრო მწვავეა ონლაინსამორინეების საკითხი. უცხოელი აქ ონლაინსათამაშოდ არ ჩამოდის. ის შედის უშუალოდ სამორინეში. 5,65 მილიარდი ლარი ონლაინთამაშების ბრუნვაა. ეს ხომ ქართველების ჯიბიდან ამოღებული ფულია," - გვითხრა ბესელიამ.

ცნობისთვის 2018 წელს კვების ობიექტსა და მარკეტებში 4 მილიარდი ლარი დაიხარჯა, ონლაინსამორინეებში კი 5,6 მილიარდი. გამოდის, რომ ქართველებმა მეტი გადაიხადეს თამაშში, ვიდრე კვებაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system