თავში

სათამაშო ბიზნესმა შარშან ბიუჯეტში 19 261 560 ლარი შეიტანა

სათამაშო ბიზნესმა შარშან ბიუჯეტში 19 261 560 ლარი შეიტანა
სათამაშო ბიზნესმა შარშან ბიუჯეტში 19 261 560 ლარი შეიტანა

2020-წელს სათამაშო ბიზნესის მიერ ბიუჯეტში შეტანილი მოსაკრებლის მოცულობა 6,6-ჯერ შემცირდა.

როგორც საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობებში (კონსოლიდაციის გარეშე) ვკითხულობთ, სათამაშო ბიზნესმა ბიუჯეტში მოსაკრებლის სახით გასული წლის იანვარ-დეკემბერში 19 261 560 ლარი შეიტანა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 128 401 198 ლარი.

ონლაინ-კაზინოებიდან ბიუჯეტში შესული თანხა 2020 წელს 2019 წელთნ შედარებით, გაიზარდა.

მიუხედავად, კორონავირუსის პანდემიის მიერ გაჩერებული ბიზნესისა, 2020 იანვარ-დეკემბერში ბიუჯეტში სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობებიდან წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის, 50 ათასი ლარით მეტი შევიდა.

რაც შეეხება სისტემურ-ელექტრონული ფორმის თამაშობებს, 2020 წელს ბიუჯეტში 12,461,335 ლარი შევიდა, წინა წელს კი 12,411,417 ლარი.

საანგარიშო პერიოდში ბიუჯეტში სათამაშო აპარატებიდან - 584,439 ლარი შევიდა, წამახალისებელი გათამაშებიდან - 5,769,555 ლარი; სხვა არაკლასიფიცირებული სათამაშო ბიზნესიდან - 446 215ლარი, კლუბის მაგიდიდან - 58 024 ლარი, სხვა დანარჩენი არაკლასიფიცირებული სათამაშო ბიზნესიდან - 25,687 ლარი.

2019 წელის იანვარ-დეკემბერში კი, სათამაშო აპარატებიდან ბიუჯეტში 69,455,619 ლარი შევიდა, წამახალისებელი გათამაშებიდან - 5,704,959 ლარი, კლუბის მაგიდიდან - 1,239,209 ლარი, სხვა არაკლასიფიცირებული სათამაშო ბიზნესიდან - 237,436 ლარი, სამორინეს მაგიდიდან - 39 246557 ლარი.

სექტორის ზარალის შესახებ ჯერ კიდევ 2020 წლის ზაფხულზე გახდა ცნობილი, როცა აზარტული თამაშების სექტორის ბრუნვა 85%-90%-ით იყო შემცირებული, თუმცა აღმოჩნდა, რომ ონლაინ-კაზინოებს პანდემია არ შეხებია. სპეციალისტები ამბობენ, რომ "ლატარიის, აზარტული და მომგებიანი თამაშობების შესახებ" კანონში არ არის გათვალისწინებული ის ძირითადი მოთხოვნები, რომლებმაც ქვეყანაში თამაშდამოკიდებულება და მისგან გამოწვეული პრობლემები უნდა შეამციროს. პანდემიისას კაზინოების გაჩერების მიუხედავად,ონლაინთამაშები ჩვეულ რეჟიმში მუშაობდნენ და მათთან შემსვლელთა რაოდენობა კარანტინის დროს გაიზარდა კიდეც. 

"ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის" ანალიტიკოსი გიორგი კაპანაძე ამბობს, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა თუ ევროკავშირმა საქართველოს არაერთხელ გააფრთხილა, რომ ეს ბიზნესი სახელმწიფოს კონტროლს მიღმაა დარჩენილი და აქ ფულის გათეთრების ყველაზე მაღალი რისკია. კაპანაძის შეფასებით, ბიზნესი, რომელსაც დღეს საქართველოში ყველაზე მაღალი ბრუნვა აქვს, ფაქტობრივად, ნებაზეა მიშვებული.

"ეს ბიზნესი აღარიბებს მოსახლეობას, სახელმწიფოსაც და მძიმე სოციალურ ფონს ქმნის. ამიტომ მათი საქმიანობა უნდა შეიზღუდოს, რათა მოსახლეობამ ამოისუნთქოს. ამ კომპანიებს მილიარდობით ბრუნვა აქვთ, სახელმწიფო კი მიზერული თანხებით ბეგრავს. არადა, სწორედ ბრუნვის მიხედვით უნდა დაიბეგროს. 14-მილიარდიანი ბრუნვიდან გამომდინარე, სახელმწიფოს შეუძლია იმგვარი რეგულაციები მიიღოს, რომ უფრო მეტი მოიგოს თავად და მოსახლეობაც ნაკლებად დაზარალდეს," - ამბობს ანალიტიკოსი და დასძენს, რომ ყოველწლიურად ათეულობით მილიარდი აკლდება მოსახლეობის ჯიბეს, საქართველოს ეკონომიკას და სათამაშო ბიზნესის გავლით ხშირ შემთხვევაში ოფშორულ ანგარიშებზე კონკრეტული კომპანიების სასარგებლოდ ირიცხება. ხელისუფლების უმოქმედობა ხელს უწყობს სოციალური ფონის დამძიმებას, ხალხის გაღარიბებას, უიმედობის, ნიჰილიზმის დანერგვას და ქვეყანას უკეთესი მომავლის პერსპექტივის გარეშე ტოვებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system