თავში

სათავგადასავლო ტურიზმს კადრების დეფიციტი აფერხებს

სათავგადასავლო ტურიზმს კადრების დეფიციტი აფერხებს
სათავგადასავლო ტურიზმს კადრების დეფიციტი აფერხებს

ტურიზმის სფეროში სათავგადასავლო ტურები ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, რომელსაც რუსული საავიაციო ემბარგო არ შეეხო. სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების ასოციაციაში ამბობენ, რომ სერვისის მომხმარებლები ძირითადად განვითარებული ქვეყნების მოქალაქეები არიან, რომლებიც საქართველოს კურორტების მიმართ დიდ ინტერესს იჩენენ. ერთადერთი პრობლემა, რასაც სექტორი თავგადასავლების მოყვარული ტურისტების მოსმახურებისას აწყდება, კვალიფიციური კადრების დეფიციტია.

რაც შეეხება სერვისის ღირებულებას, როგორც სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების ასოციაციის დამფუძნებელი ჯონი კაპანაძე აღნიშნავს, ყველაზე მაღალი ფასით საქართველოში სწორედ სათავგადასავლო ტურები გამოირჩევა. მომსახურების ღირებულება ჩვეულებრივი ტურებისგან განსხვავებით, 1,5 - 2 -ჯერ მეტია.

,,სათავგადასავლო ტურიზმი საქართველოში ყოველთვის პოპულარული იყო. ბოლო პერიოდში არსებული პრობლემის მიუხედავად, რაც რუსეთიდან ავიამიმოსვლის შეჩერებამ გამოიწვია, აქტივობა არ შენელებულა. შესაძლაო იმიტომ, რომ ჩვენი სეგმენტი არასდროს ყოფილა რუს ტურისტებზე გათვლილი. უმეტესად განვითარებული ქვეყნების მოქალაქეები გვსტუმრობენ. ცალკე სტატისტიკა, თუ სათავგადასავლო ტურიზმში როგორია დამსვენებლების მაჩვენებელი, არ გვაქვს, მაგრამ ფაქტია, რომ ტურები დიდი დატვირთვით მუშაობენ და აქტიურობა მთელი სეზონის განმავლობაში არ შენელებულა. მომსახურება მოიცავს როგორც საფეხმავლო, ალპინისტურ, საცხენოსნო, ასევე ჯიპ ტურებს და ყველა მათგანი დიდი პოპულარობით სარგებლობს. საკმაოდ ძვირადღირებული სერვისია, მაგალითად, კულტურული თუ სხვა ჩვეულებრივი ტურისგან განსხვავებით, თითქმის ორჯერ მაღალი ფასია. დადებითი ტენდენციის მიუხედავად, ხარისხიანი მომსახურების გაწევა ჭირს. კვალიფიციური კადრის პრობლემაა და ეს საკითხი ჯერჯერობით გამოწვევად რჩება", - განუცხადა report.ge-ს ჯონი კაპანაძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system