თავში

სათბურის ფერმერებს მთავრობა ხარჯის ნახევარს დაუფინანსებს

სათბურის ფერმერებს მთავრობა ხარჯის ნახევარს დაუფინანსებს
სათბურის ფერმერებს მთავრობა ხარჯის ნახევარს დაუფინანსებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, იმ ფერმერებს, რომელთაც სასათბურე მეურნეობისთვის ტექნიკის შეძენა,ან სარწყავი სისტემის მოწყობა სურთ, სახელმწიფო სამუშაოების ღირებულების 50%-ს დაუფინანსებს.

„თითოეული ფერმერი, რომელსაც დასჭირდება ტექნიკის შეძენა, სასათბურე მეურნეობის მოსაწყობად, ან სარწყავი სისტემის მოწყობა, მას სახელმწიფო პირდაპირი ფინანსური სახით დაეხმარება. დაუფინანსებს ამ სამუშაოს ღირებულების 50%-ს, ეს იქნება გრანტი“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ და დასძინა, რომ ფერმერებს შეუძლიათ სოფლის მეურნეობის ქვეგანაყოფებს 20 მაისიდან მიმართონ.

შეგახსენებთ, პოსტკრიზისული გეგმის ფარგლებში მთავრობა 200 ათას ფერმერს 300 მილიონი ლარით დაეხმარება.

ფერმერები რეგისტრირებულ 1 ჰექტარ მიწაზე 200-ლარიან დახმარებას მიიღებენ.

ამავე ოდენობის მიწაზე მათ შეეძლებათ დიზელი შეიძინონ საბაზრო ფასზე ლარით იაფად.

ყველა ფერმერი 2020 წელს მთლიანად გათავისუფლდნენ საირიგაციო, ანუ სარწყავი წყლის, გადასახადისგან.

პრემიერმა განაცხადა, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს , რომ საქართველოში დაუმუშავებელი მიწა აღარ დარჩეს.

მთავრობა მცირემიწიან ფერმერებსაც დაეხარება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system