თავში

სატელეკომუნიკაციო მომსახურება გაძვირდა

სატელეკომუნიკაციო მომსახურება გაძვირდა
სატელეკომუნიკაციო მომსახურება გაძვირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, სატელეკომუნიკაციო მომსახურების მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით 0.01 პროცენტით გაიზარდა.

წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, ინდექსი გაიზარდა 14.3 პროცენტით. ფასების ზრდა დაფიქსირდა უსადენო სატელეკომუნიკაციო მომსახურებაზე (34.7 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა სადენიან სატელეკომუნიკაციო მომსახურებაზე (-3.9 პროცენტი).

ცნობისთვის, სატელეკომუნიკაციო მომსახურების მწარმოებელთა ფასების ინდექსი მოიცავს სადენიან, უსადენო, თანამგზავრულ და სხვა სატელეკომუნიკაციო საქმიანობასთან დაკავშირებულ მომსახურებას, რაც შეესაბამება CPA 2008-ის ინფრომაციისა და კომუნიკაციის (J) სექციის 61 განყოფილებას – სატელეკომუნიკაციო მომსახურებები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system