თავში

სათხილამურო აბონემენტების წლევანდელი ფასები ცნობილია

სათხილამურო აბონემენტების წლევანდელი ფასები ცნობილია
სათხილამურო აბონემენტების წლევანდელი ფასები ცნობილია

2020-2021წლის ზამთრის სათხილამურო სეზონის აბონემენტების ფასები უკვე ცნობილია. მთის კურორეტბის კომპანია ასაჯაროებს ფასებს გუდაურის, ბაკურიანის, მესტიისა და გოდერძის სათხილამურო კურორტებისთვის. კომპანია დამსვენებლებს მოუწოდებს დაიჭირონ თადარიგი, ვიდრე აბონემენტების გაყიდვა დაიწყება.

ფასები მოცემულია ლარში  და მოიცავს 18% დღგ-ს. 

ბაკურიანი:

გუდაური:

გოდერძი:

მესტია:

შეგახსენებთ, ბაკურიანში სამი ახალი საბაგირო აშენდა. საბაგიროები არის 6 ადგილიანი სავარძლის ტიპის. სამივე საბაგიროს გამტარუნარიანობა ჯამში პირველ ეტაპზე საათში 5 400 მგზავრი იქნება, რომლის გაზრდაც ჯამურად 7 200 მგზავრამდე არის შესაძლებელი. ინოვაციური, უახლესი მოდელით შექმნილი საბაგიროები რეგიონში იმითაც გამოირჩევა, რომ მიწისქვეშა ფარეხი გააჩნია.

2023 წელს ბაკურიანი ფრი სტაილში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს. ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, 2021 წელს ბაკურიანი უკვე უმასპინძლებს პირველ შეჯიბრს ახალი საბაგიროებისა და ახალი ტრასების მეშვეობით. ეს იქნება პირველი სატესტო ღონისძიება ქროსის დისციპლინაში, სქი ქროსის მსოფლიო თასის ეტაპი.

ცნობისთვის, ზამთრის ტურისტული სეზონის ეფექტი პანდემიის მართვის ეფექტურობასთან პირდაპირ კავშირშია. სპეციალისტების პროგნოზით, მკურნალობის უნიკალური ხერხი თუ აღმოჩენილ იქნა, ზამთრის ტურიზმი იმუშავებს და დატვირთულობა 40%-ს მიაღწევს. საქართველოში ზამთრის კურორტების 5 ლოკაციაა, რაც, საქართველოსნაირი პატარა ქვეყნისთვის ცოტა არ არის, თუმცა თუ საქართველოში ინფიცირების რეკორდები გაგრძელდა, სპეციალისტები ზამთრის ტურიზმს ჩავარდნას უწინასწარმეტყველებენ. მათი განმარტებით, ზაფხულის კურორტებმა დიდი ზარალი მიიღო, რადგან სექტორი მხოლოდ ადგილრობრივ დაბალშემოსავლიან და მცირერიცხოვან ტურისტებზე იყო დამოკიდებული. მათივე ვარაუდით,  არსებულ მძიმე მდგომარეობას ვერც თეთრი ტურიზმი გამოასწორებს. 

"მძიმე სიტუაციაა ყველგან, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ტურიზმი მასშტაბურად არის შემცირებული, მაგრამ ჩვენ კიდევ უარეს მდგომარეობაში ვართ, რადგან მთელი ეკონომიკა ტურიმზე გვქონდა მიბმული და ამის გამო ძალიან გაგვიჭირდა," - ამბობს ტურიზმის სფეროს ექსპერტი ნიკა კვარაცხელია report.ge-თან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system