თავში

სათხილამურო აბონემენტის ფასი 100 ლარით გაიზარდა

სათხილამურო აბონემენტის ფასი 100 ლარით გაიზარდა
სათხილამურო აბონემენტის ფასი 100 ლარით გაიზარდა

მთის კურორტების განვითარების კომპანია სეზონურ მულტიქარდს დამსვენებლებს 700 ლარად სთავაზობს. ფასი შარშანდელ ზამთრის სეზონთან შედარებით 100 ლარითაა გაზრდილი. 2020 წელს სეზონური მულტიქარდი 600 ლარი ღირდა. report.ge გაძვირების მიზეზით დაინტერესდა. 

როგორც მთის კურორტების განვითარების კომპანიაში აგვიხსნეს, ფასი კი არ გაიზარდა, გაიზარდა მისი გამოყენების დროის ლიმიტი და ფასის ზრდის აუცილებლობაც ამან გამოიწვია.

"მფლობელი 700 ლარიანი მულტიქარდით ისარგებლებს როგორც 2021 წლის ზამთრის და ზაფხულის სეზონებზე, ისე 2022 წლის ზამთრის სეზონზეც," - გვითხრეს მთის კურორტების განვითარების კომპანიაში და დასძინებს, რომ არასრულწლოვნისა და სტუდენტის სეზონური მულტიქარდის 350 ლარი ღირს.

ერთდღიან აბონემენტები უფროსისთვის 40 ლარი, ხოლო ბავშვისთის 25 ლარი ღირს.

გუდაური/ბაკურიანი/გოდერძი/მესტიის საბაგიროებზე სეზონზე 10-დღიანი მულტიქარდის ფასი 270 ლარი იქნება უფროსის შემთხვევაში, ბავშვის შემთხვევაში კი - 135 ლარი.

დღეიდან ზამთრის კურორტებზე საბაგიროები ჩაირთო.  გონდოლებში ერთდროულად მხოლოდ 3 პერსონის დაშვებაა ნებადართული, ხოლო ღია საბაგიროებზე, ექვსკაციან სკამებზე სამი, ხოლო 4 კაციანზე 2 პირი დაიშვება შეიძლება.

გუდაურის საბაგიროებით სარგებლობის ფასი 10 ლარი ღირს. 

ცნობისთვის, კოვიდპანდემიის ფონზე ზამთრის კურორტები დახურული იყო. ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში სათხილამურო ტრასებისა და სათხილამურო საბაგიროების ფუნქციონირება 2020 წლის 28 ნოემბრიდან შეწყდა. სამთო კურორტები 25 თებერვლიდან გაიხსნა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system