თავში

სატრანსპორტო და სასაწყობო მომსახურება გაძვირდა

სატრანსპორტო და სასაწყობო მომსახურება გაძვირდა
სატრანსპორტო და სასაწყობო მომსახურება გაძვირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში მწარმოებელთა ფასების ინდექსი სატრანსპორტო და სასაწყობო მომსახურებაზე, წინა თვესთან შედარებით, 0.8 პროცენტით გაიზარდა. 

ფასები გაიზარდა საჰაერო ტრანსპორტის მომსახურებაზე 6.1 პროცენტით, სახმელეთო ტრანსპორტის მომსახურებისა და მილსადენებით ტრანსპორტირების მომსახურების ჯგუფზე ფასები შემცირდა 0.01 პროცენტით, ხოლო დასაწყობებასა და დამხმარე სატრანსპორტო მომსახურებაზე ფასები გაიზარდა 0.2 პროცენტით.

წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, ინდექსი 2.7 პროცენტითაა შემცირებული.

აღსანიშნავია ფასების შემცირება საჰაერო ტრანსპორტის მომსახურებაზე (45.9 პროცენტით). ამასთან, სახმელეთო ტრანსპორტის მომსახურებისა და მილსადენებით ტრანსპორტირების მომსახურების ჯგუფზე ფასები გაიზარდა 7.3 პროცენტით, ხოლო დასაწყობებისა და დამხმარე სატრანსპორტო მომსახურების ფასები 11.3 პროცენტით.

ცხრილში წარმოდგენილია 2020 წლის მაისში სატრანსპორტო და სასაწყობო მომსახურების მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, ასევე ინდექსის ფორმირებაში მონაწილე ძირითადი ქვეჯგუფების შესაბამისი წვლილები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system