თავში

სატრანსპორტო დერეფნის გაციფრულებაში საქართველოს აშშ-ი დაეხმარება

სატრანსპორტო დერეფნის გაციფრულებაში საქართველოს აშშ-ი დაეხმარება
სატრანსპორტო დერეფნის გაციფრულებაში საქართველოს აშშ-ი დაეხმარება

საქართველოს სატრანსპორტო დერეფანი აშშ-ის მთავრობის მხარდაჭერით ციფრულდება. ამის შესახებ დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, გენადი არველაძემ, საზღვაო და სარკინიგზო ფორუმზე (Connecting Eurasia: Smart Ports and Rail Forum) განაცხადა. დღეს ვირტუალური ფორუმი ამერიკის შეერთებული შტატების კომერციის დეპარტამენტის და საქართველოში, თურქეთსა და აზერბაიჯანში აშშ-ის საელჩოების თანაორგანიზებით გაიმართა. მხარეებმა საზღვაო და სარკინიგზო სექტორში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების შესაძლებლობები განიხილეს. 

ფორუმზე ქართული მხარის წარმომადგენელმა, გენადი არველაძემ, ყურადღება გაამახვილა ციფრული ტექნოლოგიების და გადაწყვეტების როლზე უსაფრთხო, სანდო და ეფექტური სატრანსპორტო ოპერაციების უზრუნველყოფაში. მან ხაზი გაუსვა საქართველოს ნავსადგურებში ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვის და სატრანსპორტო დერეფნის გაციფროვნების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს.

„აღნიშნულ პროექტს ჩვენ აშშ - ის მთავრობის მხარდაჭერით ვახორციელებთ. ვფიქრობთ, აღნიშნული პროექტი მოიზიდავს საქართველოს პორტებში მეტ გემებს, უშუალოდ საპორტო სერვისების განვითარება კი შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით პოსტკოვიდურ პერიოდში,“ - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

გენადი არველაძემ ასევე აღნიშნა საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი მსხვილი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც რეგიონალური მნიშვნელობისაა და ხელს შეუწყობს საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო მარშრუტების მიმზიდველობის გაზრდას. ამასთან, ხაზი გაესვა ამერიკულ ინვესტიციებს ქვეყანაში სანავსადგურე ინფრასტრუქტურის განვითარებაში.

საქართველოს დერეფანი გაციფრულდება. საქართველოს სატრანზიტო სისტემის კომპიუტიზირებას, ანუ გაციფრულებას, 1000 000 ევრო მოხმარდება. საუბარია დერეფნის გაციფროვნებაზე, რომლის ერთ ერთი მთავარი ელემენტი საბაჟოების ერთიან ციფრულ პლატფორმაზე მუშაობაა. საქართველოს სარკინიგზო დერეფნის გაციფრულება ჯერ მხოლოდ თეორიულ დონეზეა. საქართველოში სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის განვითარების მიზნით ევროკავშირთან TWINNING - ის პროექტი განხორციელდება. პროექტის ბიუჯეტი შეადგენს 1,250,000 ევროს, რომელიც სრულად ფინანსდება ევროკავშირის მიერ. პროექტის განხორციელების ხანგრძლივობაა 24 თვე. ეს ინიციატივა ცალსახად დადებითად ფასდება ლოგისტიკისა და ტრანსპორტის სფეროს სპეციალისტების მხრიდან. დერეფნის დიგიტალიზაციის პირველი ეტაპი, უხეში გათვლებით, დაჯდება 5-6 მლნ ლარი. საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციაზე 2020 წელს 21 მლნ ლარი დაიხარჯა. 2020 წლის ბოლოს სარკინიგზო მაგისტრალის მოდერნიზაციის სამუშაოების 93% უკვე შესრულებული იყო, თუმცა პროექტის სრულად დასრულების თარიღმა 2 წლით გადაიწია და მისი მოდერნიზაციის დასრულება 2022 წლისთვის გადაიდო. რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის ბიუჯეტი 248 მლნ შვეიცარიული ფრანკია. პროექტი სრულად საქართველოს რკინიგზის მიერ ფინანსდება. მოდერნიზაციის შემდეგ, სარკინიგზო გადაზიდვები უნდა გამარტივდეს და გამტარუნარიანობა 25 მლნ ტონიდან 48 მლნ ტონამდე (მომავალში 100 მლნ ტონამდე გაფართოების შესაძლებლობით) უნდა გაიზარდოს.

ცნობისთვის, TRACECA-ს დერეფანში საბაჟო პროცედურების გაციფრულებაც იგეგმება, ანუ ამ დერეფანში ტრანზიტის ნებართვის ერთიანი პირობები იმოქმედებს.

შეგახსენებთ, ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებით, DCFTA-ით, გათვალისწინებული ვალდებულებების, კერძოდ - „ტრანზიტის საერთო პროცედურების შესახებ“ (CTC) და „ერთიანი ადმინისტრირების დოკუმენტის“ (SAD) კონვენციებთან მიერთებისა და „ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის“ NCTS-ის იმპლემენტაციის მიზნით, ახალი პროექტი იწყება, რომლის ფარგლებში, ევროკავშირსა და „გაეროს კონფერენცია ვაჭრობისა და განვითარების შესახებ (UNCTAD)“ შორის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის მიზანია, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისათვის ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS) პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და მისი ბიუჯეტია 1000 000 ევრო, ხოლო ხანგრძლივობა 24 თვეა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system