თავში

სატრანსპორტო საშუალების განბაჟების, რეექსპორტის, ექსპორტისა და რეგისტრაციის პროცედურებში ცვლილებაა

სატრანსპორტო საშუალების განბაჟების,პროცედურებში ცვლილებაა
სატრანსპორტო საშუალების განბაჟების, რეექსპორტის, ექსპორტისა და რეგისტრაციის პროცედურებში ცვლილებაა

საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული რეკომენდაციების გათვალისწინებითა და სააგენტოს ახალი სამუშაო გრაფიკის მიხედვით, ის მოქალაქეები, რომლებსაც სატრანსპორტო საშუალების საბაჟო პროცედურის განხორციელება მოუწევთ დასვენების დღეებში, სამშაბათსა და ხუთშაბათს, სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულებში უნდა გამოცხადდნენ ერთი დღით ადრე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი დაჯარიმებიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, ახალი სამუშაო გრაფიკის თანახმად, მომსახურების სააგენტოს შეგიძლიათ მიმართოთ სატრანსპორტო საშუალების განბაჟების, რეექსპორტის, ექსპორტისა და რეგისტრაციის პროცედურების განსახორციელებლად მხოლოდ ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და შაბათს.

„ამასთანავე, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, ნუ მიმართავთ მომსახურების სააგენტოს სერვისცენტრებს, ხოლო მიმართვის შემთხვევაში, თავი შეიკავეთ გარეშე პირების თანხლებისაგან. ასევე, მოგიწოდებთ, რომ ადგილზე სერვისების მისაღებად გამოცხადდეთ პირბადით“, - განმარტავენ შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system