თავში

სატრანსპორტო სექტორში რკინიგზა აუტსაიდერია?

სატრანსპორტო სექტორში რკინიგზა აუტსაიდერია?
სატრანსპორტო სექტორში რკინიგზა აუტსაიდერია?

საქართველოში სატრანსპორტო დარგები გასულ წელს 412.2 მლნ მგზავრს მოემსახურნენ, რაც 2018 წლის მაჩვენელებს 10.9 მლნ მგზავრით აღემატება.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ყველაზე მეტი მგზავრი გასულ წელს საავტომობილო ტრანსპორტმა გადაიყვანა. ტრანსპორტის ეს დარგი 404 მლნ მგზავრს მოემსახურა. გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობით, მეორე პოზიაციაზეა სამოქალაქო ავიაცია, ამ დარგით 2019 წელს 5.2 მლნ მგზავრმა ისარგებლა. გასულ წელს 3 მლნ მგზავრს მოემსახურა რკინიგზა.

ტრანსპორტის სექტორში რკინიგზის აუტსაიდერობაზე დიდი ხანია ყურადღებას ამახვილებენ სპეციალისტები. რკინიგზა ტვირთების გადაზიდვაშიც თმობს პოზიციებს. 

ცოტა ხნის წინ ეკონომიკის სამინიტრომ გაასაჯაროვა ასევე 2020 წლის იანვარში საქართველოს საზღვაო ნავსადურების მიერ ჯამურად გადამუშავებულმა კონტეინერების რაოდენობამ 56,409 TEU შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 24.3%-ით მეტია. 2020 წლის იანვარში რკინიგზის მიერ გადაზიდულმა კონტეინერების რაოდენობამ 6,441 TEU შეადგინა, რაც 2019 წლის იგივე პერიოდთან შედარებით 28.5%-ით მეტია, თუმცა სპეციალისტებს ყურადღების მიღმა არ რჩებათ ის ფაქტი, რომ საქართველოს პორტებში შემოსული ტვირთის გადაზიდვებში რკინიგზაზე მხოლოდ 10-12%-ი მოდის.

"კარგია, როცა გადაზიდვების მოცულობა იზრდება, როგორც საზღვაო პორტებში, ისე სარკინიგზო ტრანსპორტზე, მაგრამ ამ შემთხვევაში უკეთესი იქნებოდა იმის აღნიშვნა, თუ პროცენტულად რა რაოდენობის კონტეინერი წამოიღო პორტებიდან რკინიგზამ, და რამდენი - საავტომობილო ტრანსპორტმა... ეს რიცხვი არ იცვლება წლების განმავლობაში და სადღაც 10-12 %-ს შეადგენს რკინიგზის სასარგებლოდ, დანარჩენი საავტომობილო ტრანსპორტზე მოდის, რაც ძალიან ცუდია და მეტყველებს იმაზე, რომ სახელმწიფოს პოლიტიკა მდგრადი ეკონომიკის აშენების თვალსაზრისით ამ სექტორში აღარ მუშაობს," - აცხადებს სარკინიგზო საკითხების ექსპერტი დავით გოჩავა და დასძენს, რომ დროა საქართველოს ხელისუფლებამ "მიხედოს რკინიგზას". სპეციალისტი რკინიგზის, როგორც სუფთა ტრანსპორტის პრიორიტეტებს წარმოაჩენს.

"რკინიგზა თანამედროვე სატრანსპორტო სისტემის ხერხემალია ყველა ნორმალურ ცივილიზებულ სამყაროში. ჩვენთან პირიქით არის, მთელი აქცენტი საავტომობილო გზების მოდერნიზაციაზე კეთდება. კარგია, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რაც უფრო მეტია თანამედროვე საავტომობილო გზა, მით უფრო მეტი ავტომობილი გადაადგილდება მასზე, მით უფრო მეტი მავნე ნივთიერება გამოიყოფა ატმოსფეროში, მით უფრო მეტია საცობები და ა.შ. ანუ, იზრდება გარე ხარჯები, რომელიც საზოგადოებას მძიმე ტვირთად აწვება. მოკლედ, თუ გვინდა თანამედროვე ქვეყანა ავაშენოთ, პირველ რიგში, სარკინიგზო ტრანსპორტი უნდა განვავითაროთ და უნდა შევწყვიტოთ რკინიგზის უმოწყალოდ ძარცვა," - აცხადებს გოჩავა და იმასაც ამატებს, რომ საცობების პრობლემა ვერასდროს ვერ მოგვარდება, თუ პრიორიტეტი რკინიგზა არ გახდენა. 

შეგახსებებთ, საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, შარშან საქართველოს რკინიგზით გადაიზიდა 9%-ით მეტი ტვირთი. გადაზიდვებიდან მიღებული შემოსავალი კი გაიზარდა 28%-ით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system