თავში

საცალო მოვაჭრეებისა და დისტრიბუტურების ურთიერთობას კანონი დაარეგულირებს

საცალო მოვაჭრეებისა და დისტრიბუტურების ურთიერთობას
საცალო მოვაჭრეებისა და დისტრიბუტურების ურთიერთობას კანონი დაარეგულირებს

საცალო მოვაჭრეებსა და მიმწოდებლებს შორის ურთიერთობა, შესაძლოა, კანონით დარეგულირდეს. კანონპროექტი, რომელიც შესაბამის ცვლილებებს ითვალისწინებს,  პარლამენტში უკვე ინიცირებულია. კანონპროექტის ინიციატორები დეპუტატები - ბექა ნაცვლიშვილი, გედევან ფოფხაძე, ზვიად კვაჭანტირაძე და ლევან გოგიჩაიშვილი არიან. 

კანონპროექტის ავტორების თქმით, მსგავსი კანონმდებლობა მოქმედებს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში (მაგალითად: ლიეტუვა, პოლონეთი, ხორვატია, რუმინეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, სამხრეთ კორეა, იაპონია და ა.შ.)

კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, გაჩნდება მექანიზმი, რომელიც დაარეგულირებს სახელშეკრულებო პირობებს და გადახდის ვადებს, რომელიც გულისხმობს მალფუჭებადი პროდუქტის შემთხვევაში თანხის - 20 დღეში და არამალფუჭებადის შემთხვევაში - 30 დღეში გადახდას, რათა კომპანიებს საბრუნავი ფული ჰქონდეთ და საცალო მოვაჭრეების კეთილ ნებაზეარ იყვნენ დამოკიდებულები. აქვე აღნიშნულია, რომ კანონპროექტი დაადგენს ქცევის წესებს სამართლიანი კომერციული პრაქტიკის დამკვიდრების მიზნით.

ცვლილებების თანახმად, კანონის მოთხოვნათა დარღვევის შემთხვევაში, შემოდის ჯარიმა, როგორც უსამართლო კომერციული პრაქტიკის განხორციელებაზე (წლიური ბრუნვის 5%-მდე, განმეორებისას - 10%-მდე), ასევე სააგენტოს მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის დადგენილ ვადაში მიუწოდებლობაზე (3000 ლარი, განმეორებისას - 5000 ლარი). აგრეთვე, კანონპროექტი ითვალისწინებს ჯარიმას ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში 5000 ლარამდე.

„ამდენად, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, მეწარმე სუბიექტების მხრიდან შესაბამისი ნორმების დარღვევა გამოიწვევს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდას ჯარიმის ფორმით მიღებული ფულადი სახსრების სახით. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში საცალო მოვაჭრეებს მოუწევთ სანქციების და ჯარიმების გადახდა, ხოლო მიმწოდებლებს შეეძლებათ ანგარიშსწორებიდან თანხა მიიღონ უფრო ადრე ვიდრე ეს აქამდე ხდებოდა, ასევე, შეეძლებათ გაუქმებულ შეკვეთებზე თავიანთი პროდუქციის ალტერნატიული საშუალების პოვნა აღნიშნული პროდუქციის რეალიზაციისთვის, ასევე, საცალო მოვაჭრე ვეღარ მოსთხოვს მიმწოდებელს იმ გაფუჭებული პროდუქციისთვის ზიანის ანაზღაურებას, რომელიც საცალო მოვაჭრის ობიექტში გაფუჭდება, საცალო მოვაჭრე ვეღარ მოითხოვს მიმწოდებლისაგან კომპენსაციას კლიენტის/მომხმარებლის იმ საჩივრის განხილვისათვის, რომელიც უკავშირდება მიმწოდებლის პროდუქტის გაყიდვას აღნიშნული კანონპროექტის მესამე მუხლის პირობების დარღვევის შემთხვევაში კანონპროექტი ითვალისწინებს სამართალდამრღვევი ეკონომიკური აგენტის მიერ ჯარიმის გადახდას სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოს ბრუნვის 5 პროცენტის ოდენობამდე“, - ვკითხულობთ კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system