თავში

საცხებ-საპოხი მასალების იმპორტი 5.2%-ით გაიზარდა

საცხებ-საპოხი მასალების იმპორტი 5.2%-ით გაიზარდა
საცხებ-საპოხი მასალების იმპორტი 5.2%-ით გაიზარდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, 2019 წლის განმავლობაში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 20,3 ათასი ტონა, რაც 1,0 ათასი ტონით ანუ 5,2%-ით მეტია 2018 წლის მაჩვენებელთან (19,3 ათასი ტონა) შედარებით.

ქვეყნების მიხედვით, 2019 წელს თვეში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა ირანიდან - 4,94 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 24,03-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: თურქეთი - 3,85 ათასი ტონა (19,0%), რუსეთი - 3,13 ათასი ტონა (15,4%), გერმანია - 1,91 ათასი ტონა (9,4%), უკრაინა - 1,02 ათასი ტონა (5,0%) და სხვ.

ცნობისათვის, 2018 წელს საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის მოცულობის მიხედვით სიდიდით პირველი ოთხი ქვეყანა იყო: ირანი - 4,0 ათასი ტონა, თურქეთი - 3,5 ათასი ტონა, რუსეთი - 3,4 ათასი ტონა, გერმანია - 1,8 ათასი ტონა.

როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირიდან report ge-ს აცნობეს,ზეთების ყველაზე დიდი მომწოდებელი კვლავინდებურად ირანის ისლამური რესპუბლიკაა, რომლის ხარისხი შორს არის თანამედროვე სატრანსპორტო საშუალებების ხარისხობრივი მოთხოვნებისგან, თუმცა იმდენად დაბალია მისი ფასი ხარისხიდან გამომდინარე, რომ მისი იმპორტი და მოხმარება ყველაზე მეტად გაიზარდა (23,5%-ით) 2019 წელს.

2019 წელს საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 101,8 ათასი ტონა, რაც ფაქტიურად გასული წლის მაჩვენებლის ანალოგიურია.

ქვეყნების მიხედვით, 2019 წლის ნოემბრის თვეში საავიაციო ნავთის იმპორტის 39,7% - 40,4 ათასი ტონა განხორციელდა თურქმენეთიდან, 28,3% - 28,8 ათასი ტონა - ეგვიპტიდან, 26,8% - 27,3 ათასი ტონა - თურქეთიდან და ა.შ.

როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში განმარტავენ, საავიაციო ნავთის იმპორტის კლება უკავშირდება საქართველო-რუსეთის ავიარეისების შეჩერებას. 

"რომ არა რუსეთის მხრიდან ფრენების აკრძალვა, წლის დასაწყისიდან დაწყებული იმპორტის ზრდის პოზიტიური ტენდენცია კვლავ გაგრძელდებოდა," - აღნიშნულია ასოციაციის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

2019 წლის განმავლობაში საქართველოში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 169,9 ათასი ტონა, რაც 65 ათასი ტონით ანუ 62 %-ით აღემატება 2018 წლის მაჩვენებელს (104,9 ათასი ტონა). აღნიშნული დაკავშირებულია საქართველოში გზების მშენებლობის მოცულობის მნიშვნელოვან ზრდასთან.

აქედან იმპორტის 85,8% (145,7 ათასი ტონა) მოდის ირანის ისლამურ რესპუბლიკაზე. შემდეგ მოდიან: ერაყი - 13,6 ათასი ტონა (8,0%), აზერბაიჯანი - 9,6 ათასი ტონა (5,6%).

2019 წელს საქართველოში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა შეადგინა 26,9 ათასი ტონა, რაც 6,9 ათასი ტონით ანუ 34,5%-ით მეტია 2018 წლის მაჩვენებელთან (20,0 ათასი ტონა) შედარებით. იმპორტის 89% განხორციელდა რუსეთის ფედერაციიდან.

"თხევადი აირის იმპორტი საქართველოში ხორციელდება სხვადასხვა სეს ესნ კოდებით და აღნიშნული პროდუქტი გამოიყენება სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის მოსახლეობის მიერ საყოფაცხოვრებო მიზნით, სხვადასხვა კომერციული დანიშნულებით და ავტომობილების გამართვისათვის. ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად იზრდება საქართველოში თხევადი აირის (LPG) გამოყენება სავტომობილო გამართვისათვის როგორც ბენზინის ალტერნატივა. დღეისათვის საქართველოში ფიქსირდება 7000-ზე მეტი სატრანსპორტო საშუალება, რომლებიც თხევადი აირის აქტიური მომხმარებლები არიან და მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება მათი რაოდენობა. ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად მატულობს გასამართი სადგურების რაოდენობაც, რომლებიც ემსახურებიან ავტომობილების გამართვას. დღეისათვის თხევადი აირის გასამართი სადგურების რაოდენობა 200 ერთეულს აღემატება. საავტომობილო გამართვისათვის გამოყენებული პროდუქტის მოცულობა მიმდინარე წელსაც მაღალ მაჩვენებელზე იქნება. ჩვენი აზრით, აუცილებელია, რომ სახელმწიფოს შესაბამისმა სტრუქტურებმა აკონტროლონ აღნიშნული პროდუქტის იმპორტთან დაკავშირებული ვითარება, ვინაიდან არსებობს შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში მოხდეს ამ პროდუქტის იმ სეს ესნ კოდით იმპორტი, რომელიც არააქციზურ პროდუქციას წარმოადგენს," - აღნიშნულია ასოციაციის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system