თავში

საცხოვრებელი ბინების გაყიდვები წელს 86.5%-ით გაიზარდა

საცხოვრებელი ბინების გაყიდვები წელს 86.5%-ით გაიზარდა
საცხოვრებელი ბინების გაყიდვები წელს 86.5%-ით გაიზარდა

"თიბისი კაპიტალის" მიერ გამოქვეყნებული განახლებული ანგარიშის თანახმად, 2021 წლის პირველ ნახევარში სულ 16 000 საცხოვრებელი უძრავი ქონება გაიყიდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 86.5%-ით მეტია.

პანდემიამდელ პერიოდთან, კერძოდ 2019 წელთან შედარებით კი გაყიდვები 8%-ით არის შემცირებული.

2021 წლის მეორე კვარტლის მდგომარეობით, რეალიზებული ბინების 64% ახალ საცხოვრებელ სახლებზე მოდის. 

გაყიდვებში ფართობის მიხედვით ძირითადი მოთხოვნა - 38% 50-70 კვ/მ-ის ბინებზე მოდის. გაყიდვების 32%-ს 50 კვ/მ-მდე ბინები შეადგენს. 70-100 კვ/მ-უს ბინები გაყიდვების მთლიანი წილის 20%-ს იკავებს, ხოლო 100 კვ/მ-ზე დიდი ფართობის მქონე ბინები 10%-ს. 

შეგახსენებთ, პარლამენტმა „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე საბოლოო, მესამე მოსმენით განიხილა და 78 ხმით ერთხმად მიიღო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system