თავში

საწვავი 5 თეთრით გაძვირდა

საწვავი 5 თეთრით გაძვირდა
საწვავი 5 თეთრით გაძვირდა

საქართველოში საწვავი 2 დღეში კიდევ 5 თეთრით გაძვირდა, რასაც საგანგაშოს უწოდებენ სატრანსპორტო კვლევის ცენტრში და დასძენენ, რომ  ბიზნესს საწვავზე გაზრდილი ხარჯი მოგებას უმცირებს. ცენტრის პრეზიდენტი პაატა ცაგარეიშვილი report.ge-სთან ამბობს, რომ 14 მარტის ბოლოს საწვავი საქართველოში  2,56 ლარი ღირდა, ხოლო 15 მარტს დილით უკვე მისი ფასი 2.61 ლარამდე გაიზარდა.

"ძალიან ურტყამს დისტრიბუციას და საავტომობილო სატვირთო გადაზიდვებს საწვავის გაძვირება, ყველანაირ სტიმულს აკარგვინებს ამ ბიზნესის წარმოებას საქართველოში. გამოსავალი, ამ ტარიფში 55 % არის სახელმწიფო გადასახადები, პირველ რიგში აქციზი. სხვა გამოსავალი არ არის ამ მიმართულებით უნდა იფიქროს სახელმწიფომ და უნდა შეამციროს აქციზი გადასახადი," - ამბობს პაატა ცაგარეიშვილი report.ge-სთან და დასძენს, რომ ადგილობრივ ბაზარზე დიზელი ძირითადად აზერბაიჯანული და თუქრმენული წარმოშობისაა, ხოლო ბენზინი რუსული და თურქმენულია.

რა ღირს ამჟამად საწვავის საქართველოში იხილეთ ცხრილში:

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system