თავში

საწვავი დღეს 3 თეთრით გაძვირდა

საწვავი დღეს 3 თეთრით გაძვირდა
საწვავი დღეს 3 თეთრით გაძვირდა

საწვავი კიდევ 3 თეთრით გაძვირდა 2.61 ლარის ნაცვლად 2.64 ლარი გახდა."ერთი "დადებითი" ფაქტორია, თუ აქამდე საწვავის ღირებულება 5 თეთრიანი მარჟით იზრდებოდა ამჯერად 3 თეთრით გაიზარდა. მაგრამ, "უარყოფითი" ისაა, რომ პერმანენტულ გაძვირებებს შორის, თუ ადრე საშუალოდ 10 - 15 დღიანი ინტერვალი იყო, ამჯერად ეს ინტერვალი ერთ კვირამდე შემცირდა. ფაქტიურად, საწვავის გაძვირების ტემპი თუ ცნობილი იქნება, მარტივად შესაძლებელია ლარის გაუფასურების ტრენდის განსაზღვრა," - განუცხადა report.ge-ს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის პრეზიდენტმა პაატა ცაგარეიშვილმა.

საქართველოში ბოლო სამ თვეში საწვავი 60 თეთრით გაძვირდა.

საწვავის 3 ლარამდე გაძვირებასაც ელიან.

ცნობისთვის, სპეციალისტების განცხადებით, 2017 წელს 1 ტონა ბენზინის ტიპის საწვავზე აქციზი - 250 ლარიდან 500 ლარამდე, დიზელის კი 150 ლარიდან 400 ლარამდე გაიზარდა, რაც ნავთობიმპორტიორების თქმით, ერთ ლიტრ საწვავს, დაახლოებით, 20 თეთრით აძვირებს. იმის გამო, რომ წლის დასაწყისიდან დღემდე ბენზინის ტიპის საწვავი 60-65 თეთრით გაძვირდა და ტენდენცია კვლავ მზარდია, როგორც ნავთობიმპორტიორები, ისე ცალკეული კომპანიები ფასების კლების ერთადერთ რესურსად აქციზის განაკვეთის შემცირებას განიხილავენ.

შეგახსენებთ, საწვავზე მაღალი ფასი ნეგატიურად მოქმედებს გადაზიდვების ბიზნესზე, რაც საბოლოოდ პროდუქტების გაძვირების წინაპირობა ხდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system