თავში

საწვავის ფასი 3 ლარს გადასცდა

საწვავის ფასი 3 ლარს გადასცდა
საწვავის ფასი 3 ლარს გადასცდა

ბოლო რამდენიმე თვეა, საწვავის ფასი საქართველოში იზრდება. ზოგიერთ ბრენდირებულ სადგურზე, საწვავი ფასი 3 ლარსაც გადაცდა. საუბარია ეკოსუპერის ტიპის საწვავზე. 

დღეის მდგომარეობით, „სოკარის“ ავტოგასამართ სადგურებზე  1 ლიტრი "სუპერის" ფასი 2.99 ლარია,. "ვისოლის" ავტოგასამართ სადგურებზე კი 1 ლიტრი ეკოსუფერის ფასი 3.02 ლარია. "ლუკოილის" ბეზნინგასამართ ქსელში კი "ეკტო სუპერი" 3.10 ლარი ღირს, 

დეტალურად, რა ღირს დღეს საწვავი, იხილეთ ცხილში:

აქამდე ნავთობი და საწვავი პროპორციულად ძვირდებოდა, თუმცა დღეის მონაცემებით, ნიუ-იორკის სავაჭრო ბირჟა NYMEX-ზე WTI ბრენდის ნედლ ნავთობზე ბარელის ამჟამინდელი ფასი 64,48 დოლარია, რაც წინა დახურულ სესიასთან შედარებით, 0,45 დოლარით ანუ 0,71%-ით ნაკლებია. რაც შეეხება Brent-ის ნედლი ნავთობის ფასს, ლონდონის ბირჟა ICE Futures-ზე ბარელის მიმდინარე ფასი 67,81 დოლარია, რაც წინა დახურულ სესიასთან შედარებით 0,58 დოლარით, ანუ 0,86%-ით ნაკლებია.

საქართველოში ბოლო სამ თვეში საწვავი 70-80 თეთრით გაძვირდა. ქვეყანაში საწვავის 3 ლარამდე გაძვირებას დიდი ხანია პროგნოზირებდნენ 

ცნობისთვის, სპეციალისტების განცხადებით, 2017 წელს 1 ტონა ბენზინის ტიპის საწვავზე აქციზი - 250 ლარიდან 500 ლარამდე, დიზელის კი 150 ლარიდან 400 ლარამდე გაიზარდა, რაც ნავთობიმპორტიორების თქმით, ერთ ლიტრ საწვავს, დაახლოებით, 20 თეთრით აძვირებს. იმის გამო, რომ წლის დასაწყისიდან დღემდე ბენზინის ტიპის საწვავი 60-65 თეთრით გაძვირდა და ტენდენცია კვლავ მზარდია, როგორც ნავთობიმპორტიორები, ისე ცალკეული კომპანიები ფასების კლების ერთადერთ რესურსად აქციზის განაკვეთის შემცირებას განიხილავენ. მათი თქმით, აქციზის შემცირება საწვავს 20 თეთრით გააიაფებს, თუმცა, საბიუჯეტი შემოსავლების შემცირების გამო, სპეციალისტების ნაწილს ის გაუმართლებლად მიაჩნია. ბიუჯეტს აქციზის დაწევით შემოსავლების სახით 276 მლნ ლარამდე დააკლდება (2020 წლის იმპორტის მოცულობის გათვალისწინებით). ახლა, როცა ბიუჯეტის დეფიციტი 7%-ს აჭარბებს და სახელმწიფო ვალმა მშპ-ს მიმართ 60%-იანი ზღვარი გადალახა, გადასახადების შემცირების ალბათობა უკიდურესად დაბალია და ვანო მთვრალაშვილი ამას გამართლებულად არც მიიჩნევს.

საწვავზე მაღალი ფასი, როგორც წესი, ნეგატიურად მოქმედებს გადაზიდვების ბიზნესზე, რაც საბოლოოდ პროდუქტების გაძვირების წინაპირობა ხდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system