თავში

საწვავი გაძვირდა

საწვავი გაძვირდა
საწვავი გაძვირდა

ბოლო 2 კვირის განმავლობაში ევროპაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი გაიზარდა 0,02 ევროთი/ლიტრაზე და შეადგენს საშუალოდ 1,17 ევროს/ლიტრაზე. ამის შესახებ .report.ge-ს ნავთობიმპორტიორთა კავშირში განუცხადეს. ბიზნესგაერთიანების განმარტებით,  ევროპის ქვეყნებში ყველაზე ძვირი საწვავი გახლავთ ნიდერლანდებში, პორტუგალიასა და ნორვეგიაში . ამ ქვეყნებში საწვავის ფასი დაახლოებით 25-30%-ით აღემატება ევროპის სხვა ქვეყნების საშუალო ფასებს.

"ნიდერლანდებში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1,78 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1,78 ევროს, დიზელის საწვავი - 1,45 ევროს; ნორვეგიაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1,56 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1,66 ევროს, დიზელის საწვავი - 1,47 ევროს; პორტუგალიაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1,59 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 1,72 ევროს, დიზელის საწვავი - 1,39 ევროს; ყველაზე იაფი საწვავი არის რუსეთში: A-95 მარკის ბენზინის ფასი - 0,53 ევრო , A-98 მარკის ბენზინი - 0,59 ევრო, დიზელის საწვავი - 0,54 ევროს. ასევე უნდა აღინიშნოს საწვავის ფასი ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. კერძოდ:

სომხეთში - 1 ლიტრი A-95 მარკის ბენზინის ფასი შეადგენს 0,61 ევროს, A- 98 მარკის ბენზინი - 0,67 ევროს , დიზელის საწვავი - 0,57 ევროს;

აზერბაიჯანში - A-95 მარკის ბენზინის ფასი - 0,61 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 0,68 ევროს; დიზელის საწვავი - 0,39 ევროს;

უკრაინაში - A-95 მარკის ბენზინის ფასი - 0,80 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 0,84 ევროს, დიზელის საწვავი - 0,78 ევროს;

თურქეთში - A-95 მარკის ბენზინის ფასი - 0,84 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 0,91 ევროს, დიზელის საწვავი - 0,77 ევროს;

მოლდავეთში - A-95 მარკის ბენზინის ფასი - 0,83 ევროს, A-98 მარკის ბენზინი - 0,86 ევროს, დიზელის საწვავი - 0,69 ევროს," - განმარტავენ ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system