თავში

საწვავის გაძვირების მიზეზად ლარის გაუფასურება სახელდება

საწვავის გაძვირების მიზეზად ლარის გაუფასურება სახელდება
საწვავის გაძვირების მიზეზად ლარის გაუფასურება სახელდება

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის, ვანო მთვრალაშვილის განცხადებით, საწვავი საშუალოდ 5-10 თეთრით გაძვირდა, რაც ლარის კურსის გაუფასურებამ განაპირობა.

მისი განმარტებით ამ ეტაპზე ნავთობის საერთაშორისო ფასი არ გაზრდილა, თუმცა, საქართველოში საწვავის გაძვირება ლარის გაუფასურებამ განაპირობა.

"საწვავის ფასი პირდაპირაა დამოკიდებული ორ მთავარ ფაქტორზე, საერთაშორისო ბაზარზე არსებულ ფასსა და ლარის გაცვლით კურსზე. მიმდინარე ფასების ზრდა ლარის კურსს უკავშირდება და ფასები საშუალოდ 5-10 თეთრითაა გაზრდილი. ცხადია, ფასის ზრდა არც ერთი კომპანიის ინტერესში არაა, კომპანიების ინტერესია, რომ მოხმარების აღდგენა მოხდეს, რადგან მოხმარება პანდემიის გამო შემცირდა“, - გვიხსნის ვანო მთვრალაშვილი.

ცნობისთვის, 2020 წლის 28 სექტემბრის ვაჭრობის შედეგებით, მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 42,43 (+ 0,51) დოლარი/ბარელზე. ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) - Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 40.60 (+ 0.35) დოლარი/ბარელზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system