თავში

საწვავის იმპორტი 0,2%-ით გაიზარდა

საწვავის იმპორტი 0,2%-ით გაიზარდა
საწვავის იმპორტი 0,2%-ით გაიზარდა

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-ნოემბრის თვეების განმავლობაში საქართველოში ბენზინისადა დიზელის საწვავისიმპორტმა შეადგინა 992,6 ათასი ტონა, რაც 1,6 ათასი ტონით ანუ 0,2%-ით მეტია 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით (991,0 ათასი ტონა).

2019 წლის იანვარ-ნოემბრის თვეებში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 501,9 ათასი ტონა (მატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 3,8 ათასი ტონით ანუ 0,8%-ით), ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 490,7 ათასი ტონა (კლება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 2,2 ათასი ტონით ანუ 0,4%-ით).

მიმდინარე წლის 8 თვის განმავლობაში დიზელის საწვავის იმპორტი კლებულობდა, თუმცა სექტემბრის თვიდან დაწყებული სტატისტიკა მნიშვნელოვნად გამოსწორდა. კერძოდ, 2019 წელს პირველი 8 თვის განმავლობაში დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 327,7 ათასი ტონა, რაც 42,9 ათასი ტონით ანუ 11.6%-ით ნაკლებია 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (370,6 ათასი ტონა) შედარებით.

ჯამში, 2019 წლის სექტემბერ-ოქტომბერ-ნოემბრის თვეებში 40,6 ათასი ტონით მეტი დიზელის საწვავის იმპორტი განხორციელდა გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

საწვავის კატეგორიების მიხედვით 2019წლის იანვარ-ნოემბრის თვეებში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი - 328,6 ათასი ტონა ანუ 65,5%; A-95 პრემიუმი მარკის ბენზინი - 163,6 ათასი ტონა ანუ 32,6%, A-98 სუპერი მარკის ბენზინი - 9,7 ათასი ტონა ანუ 1,9%.

ქვეყნების მიხედვით 2019 წლის 11 თვის განმავლობაში თვეში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 297,6 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 30,0%-ს შეადგენს. 

შემდეგ მოდიან: 

რუმინეთი - 276,6 ათასი ტონა (27,9%), 

აზერბაიჯანი - 145,7 ათასი ტონა (14,7%), 

თურქმენეთი - 111,1 ათასი ტონა (11,2%); 

ბულგარეთი - 85,5 ათასი ტონა (8,6%), 

საბერძნეთი - 55,3 ათასი ტონა (5,6%), 

თურქეთი - 19,3 ათასი ტონა (1,9%) და სხვ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system