თავში

საწვავის ხარისხის კონტროლის გამკაცრებაზე პარლამენტი საკომიტეტო განხილვებს იწყებს

საწვავის ხარისხის კონტროლის გამკაცრებაზე პარლამენტი
საწვავის ხარისხის კონტროლის გამკაცრებაზე პარლამენტი საკომიტეტო განხილვებს იწყებს

დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დეპუტატები დროს იმ საკითხებს დაუთმობენ, რომლებზეც მსჯელობა წინა სასესიო კვირაში ვერ მოასწრეს. მათ შორისაა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები საწვავის ხარისხის ცვლილებასთან დაკავშირებით.

კომიტეტების მიღებულ დასკვნას 13 და 14 ივლისს რიგგარეშე სხდომებზე განიხილავენ.

„როგორც მწარმოებელი, ასევე შემომტანიც და რეალიზატორიც ჯარიმდება, სანქციები მკაცრდება. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში სახდელი იზრდება, ხოლო განმეორების შემთხვევაში წესდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ასევე, არის მთავრობის ინიციატივა ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ ცვლილებების საკანონმდებლო პაკეტი. არის მესამე მოსმენით დასაქმების შესახებ საკანონმდებლო პაკეტი“, - განაცხადა უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system