თავში

საწვავზე მოთხოვნაც და ფასიც მატულობს

საწვავზე მოთხოვნაც და ფასიც მატულობს
საწვავზე მოთხოვნაც და ფასიც მატულობს

როგორც საერთაშორისო, ასევე ქართულ ბაზარზეც საწვავის ფასი მატულობს. ნავთობპროდუქტების ერთ-ერთი იმპორტიორი ზაალ იაკობიძე აღნიშნავს, რომ ქართული ბაზარი გლობალურ პროცესებს ადეკვატურად პასუხობს. შესაბამისად, ფასები მატულობს ყველგან, როგორც ბრენდირებულ, ისე არაბრენდირებულ კომპანიებში.  მისი თქმით,  სხვაობა ფასში 7-10 თეთრის ფარგლებშია და ტენდენცია გაგრძელდება. რაც შეეხება გლობალური ბაზრის ტენდენციას, იაკობიძის თქმით, ამ მხრივ გავლენა იქონია ვაქცინაციის პროცესმა და შექმნილმა მოლოდინებმა, რის გამოც ნავთობპროდუქტებზე მოთხოვნა გაიზარდა.

,,ნავთობის ფასები 2020 წლის ნოემბრიდან იმატებს და ამჟამად ნავთობის ფასი 2020 წლის მარტის შემდეგ ყველაზე მაღალ მაჩვენებელზეა. რაიმე სერიოზული საფუძველი არ არის, გარდა იმისა, რომ ვაქცინაციამ დადებითი მოლოდინი შექმნა, გაჩნდა იმედი, რომ გაიხსნება საზღვრები, ეს ქმნის გადაჭარბებულ მოთხოვნას - ზომაზე მეტია, ვიდრე შეიძლება იყოს. ოპეკის  წევრი ქვეყნების შეთანხმებაც ძალაში რჩება. კიდევ ერთი შეხვედრა წლის ბოლოს არის მოსალოდნელი და მიღებული გადაწყვეტილება ფასებზე მომავალშიც გარკვეულ გავლენას მოახდენს. ადგილობრივ ბაზარზეც ნავთობპროდუქტებზე ფასების მატებაა, 1 ლ. ბენზინზე 7-10 თეთრის ფარგლებში. სავარაუდოდ,  ეს პროცესი გაგრძელდება", - აცხადებს ზაალ იაკობიძე.

რაც შეეხება ,,პლატცის" ფასს, იაკობიძის ინფორმაციით, 1 ტონა ბენზინზე 500 დოლარს შეადგენს, ხოლო დიზელის შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი 450 დოლარია.

ნავთობპროდუქტების გაძვირებ ასტან ფაკავშირებით galt & taggart-ის გლობალური ბაზრის მიმოხილვაშიც არის აღნიშნული. ორგანიზაციის ინფორმაციით, 2020 წლის მარტის შემდეგ პირველად, 2021 წლის იანვარში WTI ნავთობის ფასმა ბარელზე $50-ს  გადააჭარბა. 

ანალიტიკოსების შეფასებით, ნავთობის ფასების ზრდაზე გავლენა მოახდინა ვაქცინისა და სტიმულირების პაკეტთან დაკავშირებულმა სიახლეებმა. ასევე მოულოდნელი იყო საუდის არაბეთის მხრიდან წარმოების მოცულობის შემცირების შესახებ გადაწყვეტილება (თებერვალ-მარტში წარმოება დღეში 1 მლნ ბარელით შემცირდება). 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system