თავში

სატვირთო გადაზიდვები კორონავირუსით მიღებულ ზარალს ითვლის

სატვირთო გადაზიდვები კორონავირუსით მიღებულ ზარალს ითვლის
სატვირთო გადაზიდვები კორონავირუსით მიღებულ ზარალს ითვლის

კორონავირუსის ადამიანების ჯანმრთელობასა და სიცოცხლესთან ერთად, მსოფლიოს ფინანსურადაც აზარალებს.

წაგებაზეა ტრანსპორტისა და ლოგისტიკური კომპანიები.

ჩინეთი უდიდესი ექსპორტიორია მსოფლიოში, ამიტომ ბიზნესმა ჩინეთში სიჩქარე დააგდო იმ იმედით, რომ ეპიდემია ჩაცხრებოდა. 

საკონტეინერო მატარებლები ვუჰანიდან, როგორც მთელი ხუბეის პროვინციიდან, დაბლოკილია მინიმუმ 10 მარტამდე. თვით პროვინციის დედაქალაქი, პრინციპში, დაკეტილია შესვლა/გამოსვლისთვის, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა საქმე ეხება საევაკუაციო რეისების შესრულებას ადამიანებისთვის და პირველი მოხმარების საქონლის მიწოდებისთვის - იგულისხმება სამედიცინო აღჭურვილობა, მედიკამენტები და პროდუქტები. ამ ტვირთების მიწოდება შესაძლებელია მხოლოდ საავტომობილო ტრანსპორტით. 

ვუჰანი წარმოადგენს დიდ სამრეწველო და სატრანსპორტო ცენტრს, რომელსაც აქვს პორტი მდინარე იანძიზე და განლაგებულია სავაჭრო გზების გადაკვეთაზე მატერიკულ ჩინეთსა და ჩინეთის საზღვაო პორტებს შორის, და წარმოადგენს ევროპაში ტვირთების გაგზავნის ერთ-ერთ საწყის წერტილს. 

რაც შეეხება სხვა დიდ ლოგისტიკურ ცენტრებს, მინიმუმ მარტის დაწყებამდე გადადებულია სატვირთო მატარებლების გაგზავნა ევროპის კავშირში იუდან (ჩჟენციანის პროვინცია) და ჩჟენჩჟოუდან (ხენანის პროვინცია). სატვირთო მატარებლების გაგზავნა ისეთი დიდი ქალაქებიდან, როგორიცაა ხეფეი (ანხოი), სიამინი (ფუნძიანი) და ჩენდუ (სიჩუანი) თანდათანობით ახლდება. უფრო მეტიც, ეპიდემიის მიუხედავად, ჯერჯერობით სარკინიგზო გადაზიდვების მოცულობა მარშრუტზე „ჩინეთი - ევროპა“, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, იზრდება. ჩინეთიდან ექსპორტის მოცულობის ზრდა მოცემულ მომენტში გადაფარავს მიმოსვლის დაკეტვას ზოგიერთ პროვინციებთან. 2020 წლის 1 იანვრიდან 19 თებერვლამდე გადაზიდვების მოცულობამ ჩინეთიდან ევროპაში შეადგინა 83 000 TEU, რაც 1.5 %-ით მეტია, ვიდრე 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში.

ექსპერტი დავით გოჩავა განმარტავს, რომ ქარხნების დაკეტვასთან და სატრანსპორტო შეზღუდვებთან დაკავშირებული ეკონომიკური შედეგები შეეხო აგრეთვე ნაოსნობის ყველა სეგმენტს - საკონტეინერო ხაზებიდან სანავთობო ტანკერებამდე.

"ბალტიის ბირჟის მიერ ყოველ დღე გამოქვეყნებული ინდექსი „ბალტიკ დრაუ ინდექსი“ (Baltic Dry Index) , რომელიც გვიჩვენებს მშრალი ტვირთების (ქვანახშირი, მადანი, ხორბალი და ა.შ.) გადაზიდვის ღირებულებას ზღვით, შესაბამისი ტონაჟის გემებით, ოცი ძირითადი სავაჭრო მარშრუტის გაყოლებით, 5 თებერვლის მდგომარეობით უარყოფით ზონაში აღმოჩნდა პირველად, რაც ის შეიქმნა 1999 წელს. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ზოგიერთ მარშრუტებზე სანაოსნო კომპანიები ზარალზე მუშაობენ. გასულ კვირას დანიურმა სააგენტომ Sea-Intelligence შეაფასა ზარალის სიდიდე 350 მილიონ დოლარად კვირაში. თუ საუბარია საკონტეინერო გადაზიდვებზე, 18 თებერვლის მდგომარეობით მხოლოდ ტრანს-წყნარი ოკეანის ტრეიდზე, კორონავირუსის გავრცელების საშიშროებისა გამო, 21 რეისი გადაიდო, რაც 198000 TEU-ს შეესაბამება. ტრეიდზე „აზია - ევროპა“ 10 რეისი (151500 TEU) გაუქმდა. რეისების გაუქმების გამო ზარალდებიან საზღვაო პორტები: შანხაის საერთაშორისო სანაოსნო ინსტიტუტის მიერ თებერვლის დასაწყისში ჩატარებული კვლევის თანახმად, გადაცლის სიმძლავრეების დატვირთულობა ჩინეთის დიდ პორტებში ჩვულებრივზე 20-50 %-ით ნაკლები აღმოჩნდა. ამასთან პორტების მესამედზე მეტმა განაცხადა, რომ მათი სასაწყობო სიმძლავრეები შევსებულია 90 %-ზე მეტად. რა სიტუაციაა მოცემულ მომენტში, უცნობია, მაგრამ მაჩვენებლები არ გაუმჯობესდებოდა საკარანტინო ზომების გაფართოებისა გამო. თავის მხრივ, ჩინეთის პორტებიდან ტვირთების გამოტანის შეუძლებლობა აიძულებს საკონტეინერო გადამზიდავებს შემოიღონ დანამატი კონტეინერების გატანაზე უკვე ევროპიდან - თანაც, არა მხოლოდ უშუალოდ ჩინეთში, არამედ მთელი აზიის მიმართულებითაც. კერძოდ, ტრანსნაციონალურმა გერმანულმა სატრანსპორტო კომპანიამ Hapag-Lloyd განაცხადა 1 მარტიდან 325 დოლარის ოდენობის დანამატის შემოღების შესახებ ერთ TEU-ზე, ყველა სახის სერვისზე ევროპიდან აზიისაკენ, ახლო აღმოსავლეთისაკენ და ინდოეთის სუბკონტინეტისაკენ. ზოგიერთი ოპერატორი აუქმებს რეისებს აღმოსავლეთის მიმართულებით საერთოდ: ჩრდილოეთ ევროპიდან და ხმელთაშუა ზღვიდან აზიის მიმართულებით გაუქმებული სანაოსნო რეისების რიცხვმა გასულ კვირას 54-ს მიაღწია," - აგვიხსნა დავით გოჩავამ და დასძინა, რომ ევროპის პორტების და გადამზიდავების მუშაობაზე ეპიდემიის გავლენის მეტნაკლები კომპლექსური შეფასება (დროის გათვალისწინებით, რომელსაც გემები ზღვაში ატარებენ ჩინეთსა და ევროპას შორის), შესაძლებელი იქნება მარტში. 

რამდენ ხანს გაგრძელდება ზარალი და როგორი იქნება ის, პირდაპირ დამოკიდებულია იმაზე, რამდენად ეფექტურად შეძლებენ ჩინეთი და სხვა ქვეყნები კორონავირუსის დამარცხებას. გოჩავას პროგნოზუთ, თუ სიტუაცია ჩინეთში მარტის ბოლომდე არ დამშვიდდება, შედეგები მიწოდების გლობალური ჯაჭვებისთვის საგრძნობი იქნება 2020 წლის ზამთრის ჩათვლით. 

"ჰონკონგის უდიდეს საპორტო კომპანიაში China Merchants Port დაინაგარიშეს, რომ ეპიდემიას შეუძლია მისი წლიური შემოსავალი 10-25 %-ით შეამციროს პირობით, თუ მისი გაკონტროლება მოხერხდება მარტის ბოლომდე (და მეტით, თუ ის მეტ ხანს გაგრძელდება). ევროპის პორტების მუშაობის ანალიზზე სპეციალიზებულ გამოცემაში Porteconomics გამოიანგარიშეს კორანავირუსის მიერ ევროპის კავშირის პორტებისათვის მიყენებული ზარალი მოვლენათა რამდენიმე სცენარისათვის. ასე, თუ კრიზისი გამოიწვევს ჩინეთის კონტეინერების რაოდენობის 8 %-ით შემცირებას ევროპის პორტებში 2020 წელს, მაშინ ჰამბურგის პორტის ზრდის პროგნოზი 2.3 % იქნება, როტერდამის - 2 %. სხვა პორტების - 0.8-დან 1 %-მდე. თუ საფუძვლად ავიღებთ მოვლენების დრამატულად განვითარების სცენარს, რაც გამოიწვევს ევროპაში საკონტეინერო მიწოდების 25 %-ით შემცირებას წელიწადში, მაშინ საკონტეინერო ბრუნვის საპროგნოზო ზრდა ჰამბურგში შემცირდება 7.1 %-ით, როტერდამში - 6.1 %-ით, სხვა პორტებში - 2.5-დან 3.1 %-მდე," - გვიხსნის გოჩავა და დასძენს, რომ სიტუაციის შესაძლოა დამშვიდებამ ჩინეთში შეიძლება გამოიწვიოს კონტეინერების საფასურის უეცარი ავარდნა და გემების დროებითი უკმარისობა.  

ჩინეთის ენერგეტიკული კომპანიების ხელმძღვანელთა პროგნოზების თანახმად, ჩინეთში შეიძლება ნავთობის შიდა მოხმარება 25 %-ით დაეცეს. ეს მოთხოვნილების 3 %-ს შეადგენს. აღნიშნული შიშების ფონზე Brent-ის მარკის ნავთობი გასულ კვირას უკვე გაიაფდა დაახლოებით 15 %-ით წლის დასაწყისიდან. შედეგად, განაკვეთები სუპერტანკერებისთვის, რომლებსაც ნედლი ნავთობი გადააქვთ, მსოფლიოში დაეცა 75 %-ით. შენახვის სახმელეთო სიმძლავრეების გადავსების პირობებში ტანკერების მესაკუთრეები უკვე განიხილავენ მათი მცურავი საცავების სახით გამოყენების შესაძლებლობას.

ცნობისთვის, ანალიტიკოსები მოელიან დარგის საკმაოდ სწრაფ აღდგენას მასტიმულირებელი ზომების ხარჯზე პეკინიდან, რომლებიც გატარდება, როგორც კი მოხერხდება საშიში ვირუსის მოთოკვა. თუ ეს არ მოხდება უახლოესი თვეების პერსპექტივაში, მაშინ სპეციალისტების აზრით, ბიზნესი, მათ შორის, სატრანსპორტო, დაფიქრდება თავისი ოპერაციების ნაწილის გატანაზე ჩინეთიდან, რათა არიდებული იქნას მეტისმეტი დამოკიდებულება ერთ ქვეყანაზე. ამ თვალსაზრისით ჩინეთი, რომელიც 2018 წლიდან პერიოდულად იმყოფება აშშ-სთან სავაჭრო ომის მდგომარეობაში, იძულებულია მაქსიმალური ძალისხმევა გაიღოს COVID-19-ის შედეგებთან ბრძოლისათვის.

შეჯამების სახით, შეიძლება ითქვას, რომ კორონავირუსი სექტორს ათეულობით მილიონს აკარგვინებს:

სანაოსნო კომპანიების ზარალი 350 მილიონი დოლარია კვირაში. 

ჩინეთის დიდ პორტებში მუშაობა 20-50 %-ით შემცირდა. 

ევროპიდან ერთი კონტეინერის გაგზავნა ჩინეთის და აზიის მიმართულებით 1 მარტიდან 325 დოლარით გაძვირდება.

ჩინეთში შეიძლება ნავთობის შიდა მოხმარება 25 %-ით დაეცეს.

განაკვეთები სუპერტანკერებისთვის, რომლებსაც ნედლი ნავთობი გადააქვთ, მსოფლიოში დაეცა 75 %-ით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system