
საუდის არაბეთის სახელმწიფო ნავთობისა და გაზის კომპანია Saudi Aramco განიხილავს ინვესტირებას პროექტებში, რომლებიც მას 2050 წლისთვის სათბურის გაზების ნულოვანი გამოყოფის მიღწევაში დაეხმარება. კერძოდ, საუბარია „მწვანე“ წყალბადისა და ამიაკის წარმოებაზე.
თავისი გეგმების განსახორციელებლად Saudi Aramco რიგ კომპანიებთან ურთიერთგაგების მემორანდუმებს მოაწერა ხელი. ასე, კომპანია Modern Industrial Investment-თან ერთად შეიმუშავებს პროექტებს, რომელთა მიზანი "მწვანე" წყალბადისა და ამიაკის წარმოებაა.
სხვა კომპანიებთან შეთანხმების შესაბამისად, Aramco სათბურის ემისიების შესამცირებლად სხვადასხვა გადაწყვეტილებებს შეიმუშავებს.