თავში

საუდის არაბეთი-საქართველოს ავიახაზზე კვირაში 21 რეისი შესრულდება

საუდის არაბეთი-საქართველოს ავიახაზზე კვირაში 21 რეისი შესრულდება
საუდის არაბეთი-საქართველოს ავიახაზზე კვირაში 21 რეისი შესრულდება

17 მაისიდან, კვირაში 21 რეისი - რიადი, ჯედადა და დამამიდან თბილისის და ბათუმის მიმართულებით პირდაპირ რეისებს საუდის არაბეთის ეროვნული ავიაკომპანია flynas طيران ناس შეასრულებს. ამის შესახებ ტურიზმის ადმინისტრაციის ყოფილი თავმჯდომარე მარიამ ქვრივიშვილი აცხადებს.  მისი შეფასებით, კოვიდ-19 დროს კვირაში 21 რეისის ოპერირება საქართველოს ტურიზმის უდიდესი პოტენციალის, ნდობის და ჩვენი ქვეყნისადმი დიდი სიყვარულის გამოხატულებაა ავიაკომპანიის მხრიდან, რადგან ასეთი მოცულობის ფრენები ამავდროულად უდიდესი ფინანსური რისკია ავიაკომპანიისთვის.

"ჩვენი ქვეყნისთვის, კი ეს უდიდესი შესაძლებლობაა გავაძლიეროთ ტურიზმის სექტორი და კვირაში 3,500ზე მეტ მხარჯველუნარიან ტურისტს ვუმასპინძლოთ საუდის არაბეთიდან," - ამბობს ქვრივიშბილი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system