თავში

საუდის არაბეთი წითელი ზღვის კურორტებზე ტურისტებს 2022 წლიდან მიიღებს

საუდის არაბეთი წითელი ზღვის კურორტებზე ტურისტებს 2022 წლიდან მიიღებს

საუდის არაბეთი წითელი ზღვის კურორტებს ტურისტებისთვის 2022 წლიდან გახსნის. ქვეყანა წელიწადში 100 მილიონ უცხოელ დამთვალიერებელს ელოდება. Routers -ის ინფორმაციით, განცხადება აღნიშნულთან დაკავშირებით, წითელი ზღვის ტურისტული ინდუსტრიის განვითარების კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა გააკეთა. ჯონ პაგანოს თქმით, 2030 წლისთვის ტურიზმის ინდუსტრიაში დაახლოებით ერთი მილიონი ადამიანი იქნება დასაქმებული, რომლებიც წელიწადში 100 მილიონ ტურისტს უმასპინძლებენ. როგორც პაგანო ამბობს, საუდის არაბეთი ახლა ტურიზმის ინდუსტრიის განვითარებისთვის ადამიანური რესურსების მოძიების პროცესშია.

"ჩვენ გვჭირდება სასტუმროს მენეჯერები, შეფები, გიდები, ტურისტული სახელმძღვანელოები და ა.შ", - დასძინა პაგანომ.

როგორც ცნობილია, საერთო ჯამში, წითელი ზღვის 22 კუნძულზე – 50 სასტუმროს, ხოლო ექვს კუნძულზე, საერთაშორისო აეროპორტის აშენება იგეგმება. აღსანიშნავია, რომ საუდის არაბეთი ერთადერთი სახელმწიფოა რეგიონში, რომელსაც გასასვლელი აქვს როგორც სპარსეთის ყურეზე, ისე წითელ ზღვაზე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system