თავში

საუდის არაბეთში ტურიზმის სტიმულირებას მკაცრი რეგულაციებით ცდილობენ

საუდის არაბეთში ტურიზმის სტიმულირებას მკაცრი რეგულაციებით ცდილობენ
საუდის არაბეთში ტურიზმის სტიმულირებას მკაცრი რეგულაციებით ცდილობენ

საქმიანი მიზნებისთვის საუდის არაბეთში გამგზავრება აქამდეც შესაძლებელი იყო, მაგრამ ახლა ქვეყანას მასობრივი ტურიზმის სტიმულირება სურს. ამ გზით, სამეფო ნავთობის ინდუსტრიის შემოსავლისგან უფრო მეტ დამოუკიდებლობას გეგმავს.


როგორც საუდის არაბეთის ხელისუფლებაში პროგნოზირებენ, 2030 წლისთვის, ტურიზმის წვლილი მთლიან შიდა პროდუქტში 10 პროცენტამდე გაიზრდება, უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა კი 100 მილიონამდე ავა.

აღსანიშნავია, რომ საუდის არაბეთი ტრადიციების მკაცრად მიმდევარი მუსლიმური სახელმწიფოა. ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე შეადგინა ე.წ. ქცევის წესების კატალოგი, სადაც გაწერილია ის 19 რეგულაცია, რომელთა დარღვევაც დამსვენებლებს ძვირად დაუჯდებათ. გთავაზობთ მოკლე მიმოხილვას, თუ რა უნდა გაითვალისწინონ საუდის არაბეთში მოგზაურობის მსურველებმა:


საუდის არაბეთში "უხამსი ტანსაცმლის" ტარება აკრძალულია, ასეთად კი მინი კაბები მიიჩნევა. შესაბამისად, ქალებს ქვეყნის ქალაქებსა თუ უდაბნოში მათი ტარება ეზღუდებათ, ისევე როგორც ირანში, მანდილოსნება უსაფრთხოების მიზნით თავსაბურავები უნდა შემოიხვიონ. მამაკაცებისთვის კი რეკომენდირებულია გრძელი შარვლები. ქვეყანაში მკაცრად არის აკრძალული ღია სივრცეში სასიყვარულო ურთიერთობები, კოცნა და ა.შ. სასურველია, წყვილმა ხელის ჩაკიდებისგანაც თავი შეიკავოს.

ქუჩაში ნაგვის დაყრა, გადაფურთხება და მსგავსი ქმედებებიც ასევე სასტიკად ტაბუდადებული თემაა. უცხო ადამიანებისთვის დაუკითხავად, ფოტოს ან ვიდეოს გადაღებამ შესაძლოა, კონფლიქტი გამოიწვიოს. ალკოჰოლის მიღებაც არალეგალურია. ამ დროისთვის უცნობია, შეუძლიათ თუ არა, დაუქორწინებელ წყვილს სასტუმროს ერთ ნომერში ღამის გათევა.


ვიზიტორები, რომლებიც ზემოთ ჩამოთვლილ წესებს არ დაიცავენ, მაღალ ჯარიმებს უნდა ელოდნონ. ევროპული სამოგზაურო პორტალების ცნობით, რომელიმე რეგულაციის დარღვევის შემთხვევაში უცხოელ დამსვენებლებს 1500 ევრომდე ჯარიმის გადახდა მოუწევთ.


შეგახსენებთ, რომ გასულ პარასკევს, საუდის არაბეთმა ახალი სავიზო სისტემის შესახებ განაცხადა, მსოფლიოს 50-მდე სახელმწიფოს მოქალაქეებს ქვეყანაში მოგზაურობა ონლაინ–სავიზო განაცხადის შევსების შემდეგ, გამარტივებულად შეეძლებათ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system