თავში

სავაჭრო ობიექტები დაიხურა

სავაჭრო ობიექტები დაიხურა
სავაჭრო ობიექტები დაიხურა

დღეიდან ქვეყანაში ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა, გარდა სააფთიაქო ქსელისა, სასურსათო მაღაზიებისა, ღია აგრარული ბაზრებისა, ბენზინგასამართი სადგურებისა, საბანკო განყოფილებებისა და საფოსტო გზავნილების ქსელისა. აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ პრემიერ-მინისტრმა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გუშინდელი სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს ნაბიჯი აუცილებელია მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის.

„კონსულტაციების შედეგად, ვრწმუნდებით, რომ იწყება შიდა გავრცელების ეტაპი და იძულებულები ვართ, გადავდგათ გამკაცრების შემდგომი ნაბიჯები. უსაფრთხოების საბჭოს შეხვედრის ძირითადი მიზანი გახლდათ გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია: ქვეყნის მასშტაბით ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სასურსათო მაღაზიებისა, სააფთიაქო ქსელისა, ბენზინგასამართი ქსელისა, საფოსტო გზავნილების ქსელისა და საბანკო განყოფილებების ქსელისა, უნდა იყოს დახურული იმისათვის, რომ ქვეყანაში სოციალური დისტანციის დაცვის და მობილურობის ხარისხი შევზღუდოთ. ეს არის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ნაბიჯი, რომელიც დროში შეზღუდული იქნება, მაგრამ აუცილებელი იმისთვის, რომ ვირუსის შიდა გადაცემა შევაფერხოთ,“ - განაცხადა გახარიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system