თავში

სავაჭრო პალატა აპლიკაცია AOKpass-ის დანერგვაზე მუშაობს

​სავაჭრო პალატა აპლიკაცია AOKpass-ის დანერგვაზე მუშაობს
სავაჭრო პალატა აპლიკაცია AOKpass-ის დანერგვაზე მუშაობს

სავაჭრო პალატის წარმომადგენელსა და აპლიკაცია AOKpass -ის წარმომადგენელს შორის უახლოეს დღეებში შედგება ონლაინ შეხვედრა აღნიშნული აპლიკაციის საქართველოში დანერგვის შესაძლებლობასთან დაკავშირებით. ამავე საკითხზე სამუშაო შეხვედრები საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მენეჯმენტთანაც გაიმართება.

საქართვლოს სავაჭრო პალატის საგარეო ურთერთბების და პროექტების მართვის დეპარტამენტის დირექტორმა, ალექსანდრე პაპიაშვილმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სავაჭრო პალატის მეწარმეობის ცენტრის სტამოლის ოფისის მიერ ორგანიზებულ ვებინარში, რომელიც ეხებოდა მსოფლიოში ტურიზმის სექტორის წინაშე არსებულ გამოწვევებს და პოსტ-პანდემიუერ პერიოდში არსებულ ციფრულ გადაწყვეტებს.

ვებინარზე განიხილეს ტურიზმის გლობალური და რეგიონალური პერსპექტივები საქართველოსა და თურქეთში არსებული მდგომარეობის ჭრილში. ასევე საერთაშორისო სავაჭრო პალატის მიერ დანერგილი ციფრული აპლიკაცია AOKpass-ზე იმსჯელეს, რომელიც ხელს შეუწყობს საერთაშორისო მიმოსვლის აღდგენას უსაფრთხოების მაქსიმალური დაცვის გარანტიებით.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system