თავში

სავაჭრო სექტორი ანტიკრიზისული პაკეტის შემუშავებას ითხოვს

სავაჭრო სექტორი ანტიკრიზისული პაკეტის შემუშავებას ითხოვს
სავაჭრო სექტორი ანტიკრიზისული პაკეტის შემუშავებას ითხოვს

"უნდა არსებობდეს ანტიკრიზისული პაკეტი, რაც ქონების გადასახადზე შეღავათების დაწესებას გულისხმობს," -  ამის შესახებ „თბილისი ცენტრალის“ დორექტორმა ლევან ყარალაშვილმა განაცხადა.

"მნიშვნელოვანია იყოს ანტიკრიზისული პაკეტი, რომელიც ასევე არაა დამუშავებული, ეს გულისხმობს შეღავათს ქონების გადასახადზე, ასევე ვისაუბრებთ „კომენტანტის საათზე“, რომ ერთი საათით მაინც გადაიწიოს. სავაჭრო ცენტრებმა და ბიზნესმა რომ იმუშავოს 8-დან 9 საათამდე, ცოტა დროა, რომ ეს ხალხი სახლში მივიდეს“, - განაცხადა ყარალაშვილმა და დაამატა, რომ სექტორი გახსნას შაბათ-კვირის შეზღუდვის გარეშე ითხოვს. სექტორის საერთო პრობლემაა საზოგადოებრივი ტრანსპორტი, რადგან 17 ათასი ადამიანის ყოველდღე სიარული სამსახურში პრობლემაა.

."24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე პერიოდში 6 სავაჭრო ცენტრი მოვემსახურეთ 1 მლნ მომხმარებელს და არანაირი ეპიდაფეთქება არ მომხდარა ," - და დასძინა, რომ სექტორმა ანახა, როგორ შეიძლება მართო პროცესი წარმატებულად პანდემიის პერიოდში.

ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური გუნდი ვიცე-პრემიერის ხელმძღვანელობით სავაჭრო ცენტრებისა და მოლების წარმომადგენლებს ხვდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system