თავში

სავაჭრო სექტორი მთავრობის მხრიდან დისკრიმინაციაზე ალაპარაკდა

სავაჭრო სექტორი მთავრობის მხრიდან დისკრიმინაციაზე ალაპარაკდა
სავაჭრო სექტორი მთავრობის მხრიდან დისკრიმინაციაზე ალაპარაკდა

ბაზრობების წარმომადგენლები თვლიან, რომ შეზღუდევბის მოხსნის პრინციპი დისკრიმინაციულია და სავაჭრო სექტორის ჩამოშლას ემსახურება. ამის შესახებ report.ge-თან ,,ლილო მოლის" დირექტორი გიორგი კვარაცხელია აცხადებს. მისი თქმით, პრობლემა იმდენად მასშტაბურია, რომ 1 დღით საქმიანობის დაშვებასაც კი დიდი მნიშვნელობა აქვს, ხოლო 15-დღიანი შეზღუდვის გაგრძელება ამ სექტორს ღრმა, გამოუვალ კრიზისამდე მიიყვანს.

,,მთავრობამ ბუნდოვანი და აუხსნელი გადაწყვეტილება მიიღო. არანაირად არ ველოდით, რომ 1 თებერვლიდან მუშაობის შესაძლებლობა არ გვექნებოდა. 6000-მდე მეწარმე არის უმძიმეს მდგომარეობაში, ფინანსურად თითქმის განადგურებული, მოუთმენლად ელოდა 1 თებერვალს და ესეც გადაიდო! დისკრიმინაციული გადაწყვეტილებაა, რა მიზანს ემსახურება, საუბარი მიჭირს. განმეორდა იგივე შემთხვევა, რაც წინა პერიოდში მიიღეს, საახალწლო-სადღესასწაულო დღეებში მუშაობის დაშვებასთან დაკავშირებით. ყველა ელოდება სექტორის გახსნას, როგორც მომხმარებელი, ასევე მეწარმეც, ხალხი მძიმე მდგომარეობაშია. 15 დღე არ წყვეტდა არაფერს, მიმაჩნია, აქამდე თუ მივიდა საქმე, არც სხვა ობიექტები უნდა გაეხსნათ, ყველა სავაჭრო  ქსელი ერთად უნდა გახსნილიყო. აბსოლუტურად მიუღებელი გადაწყვეტილებაა ყველასთვის, მძიმე პერიოდი გადავიტანეთ, სული ძლივს გაჰქონდა ხალხს, ახლა საბოლოოდ მოაწერეს ხელი ჩვენს გაკოტრებას, მძიმე პრობლემის წინაშე აღმოვჩნდებით. ზარალი ამ დროს ძალიან მასშტაბურია და წინ კიდევ დიდი დანაკარგი გველის. ზუსტი სტატისტიკა გამოჩნდება მარტიდან, როცა საქმიანობას გავაგრძელებთ", - აცხადებს გიორგი კვარაცხელია.

ცნობისთვის, თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში პირველი თებერვლიდან განაახლებენ მუშაობას მაღაზიები და სავაჭრო ცენტრები. ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ვიცე-პრემიერმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა. 

მისივე თქმით, ღია და დახურული ბაზრები მუშაობას 15 თებერვლიდან განაახლებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system